კარცინოიდული სინდრომი

დაავადების აღწერა

კარცინოიდული სინდრომის დროს იშვიათი სიმსივნე (კარცინოიდული სიმსივნე) გამოყოფს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებს სისხლში, რის შედეგედაც ვლინდება სიმპტომთა და ნიშანთა ერთობლიობა. კარცინოიდული სიმსივნეები ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ფილტვებში გვხვდება.

კარცინოიდული სინდრომი ვლინდება სიმსივნის კარგად განვითარების პირობებში. მკურნალობა კი სიმსივნის მკურნალობას მოიცავს. თუმცა, ხშირად, რადგან სიმსივნე არ იწვევს სინდრომს სანამ რაღაც დონეზე არ განვითარდება, მკურნალობა უკვე შეუძლებელია. ამ შემთხვევებში, მედიკამენტები გამოიყენება სიმპტომურად, პაციენტისთვის მეტი კომფორტის შექმნისათვის.

გამომწვევი მიზეზი

კარცინოიდულ სინდრომს იწვევს სიმსივნე, რომელიც გამოყოფს სეროტონინს ან სხვა ნივთიერებებს სისხლში. კარცინოიდული სიმსივნე ყველაზე ხშირად ფილტვში ან საჭმლის მომნელებელ სისტემაშია, მაგ.: კუჭში, წვრილ ნაწლავში, ჭია ნაწლავში, მსხვილ ნაწლავში, სწორ ნაწლავში.

კარცინოიდული სიმსივნეების შემთხვევათა მხოლოდ მცირე რაოდენობას ახასიათებს კარცინოიდული სინდრომი. უმეტესად, ღვიძლი ანეიტრალებს ქიმიურ ნივთიერებებს, სანამ ისინი მოხვდებიან მთელ ორგანიზმში და გამოვლინდებიან სიმპტომურად. თუმცა, როცა სიმსივნე იზრდება და ვრცელდება (მეტასტაზირებს) თავად ღვიძლში, გამოყოფილი ნივთიერებები ვეღარ ნეიტრალდება და გადადის სისხლში. სინდრომის მქონე პაციენტების უმრავლესობას ღვიძლში მეტასტაზირებული შორს წასული კიბო აქვს.

ზოგიერთი სიმსივნე, რომელიც არ მეტასტაზირებს ღვიძლში, მაინც იწვევს სინდრომს. მაგალითად, ფილტვის კარცინოიდული სიმსივნე ნივთიერებას პირდაპირ სისხლში გამოყოფს, ღვიძლის ავლით, ამიტომ იწვევს სინდრომს. კარცინოიდული სიმსივნე ნაწლავებში კი ნივთიერებას ღვიძლისაკენ მიმავალ სისხლში გამოყოფს. ღვიძლი კი განეიტრალების საშუალებით ხელს შეუშლის ნივთიერებების დანარჩენ ორგანოებამდე მიღწევას.

კარცინოიდული სიმსივნეების განვითარების მიზეზი უცნობია.

სიმპტომები

კარცინოიდული სინდრომის ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის მიერ წარმოქმნილი ნივთიერების ტიპზე. სინდრომისათვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანის წამოწითლება. კანი სახეზე ან გულმკერდზე ცხელდება და იცვლის ფერს. კანი შესაძლოა იყოს ვარდისფერი, წითელი ან იასამნისფერი. წამოწითლების ეპიზოდები რამდენიმე საათს ან მეტს გრძელდება. ეპიზოდი შესაძლოა უმიზეზოდ მოხდეს, მაგრამ ზოგჯერ მას წინ უძღვის სტრესი, ვარჯიში ან ალკოჰოლის მიღება.
  • სახის კანის დაზიანებები. იასამნისფერი, ობობისებრი ვენები ჩნდება ცხვირსა და ზედა ტუჩზე.
  • ფაღარათი. ხშირი, თხიერი განავალი, რომელსაც ზოგჯერ თან ერთვის მუცლის მოვლითი კრუნჩხვები
  • სუნთქვის გაძნელება. ასთმის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა სტვენითი სუნთქვა და სუნთქვის უკმარისობა შესაძლოა თან ახლდეს წამოწითლების ეპიზოდს.
  • სწრაფი გულისცემა. აჩქარებული პულსის ეპიზოდები შესაძლოა იყოს სინდრომის ნიშანი.



როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ.