კარდიოგენური შოკი

დაავადების აღწერა

კარდოიგენური შოკი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც გულს არ შეუძლია ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისად გადატყორცნოს საკმარისი სისხლი. ეს მდგომარეობა, ყველაზე ხშირად, გულის ძლიერი შეტევის შედეგად ვითარდება.

კარდიოგენური შოკი იშვიათია, თუმცა სწრაფი სამედიცინო დახმარების გარეშე ხშირად ფატალურად სრულდება. მყისიერი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტების ნახევარი ინარჩუნებს სიცოცხლეს

გამომწვევი მიზეზი

უმეტეს შემთხვევაში, გულის შეტევით გამოწვეული ჟანგბადის ნაკლებობა გულის კუნთში აზიანებს მთავარ მტუმბავ საკანს, მარცხენა პარკუჭს. არასაკმარისი ჟანგბადის შემცველობის სისხლის მიწოდება გულის კუნთში იწვევს მის დასუსტებას და კარდიოგენური შოკის განვითარებას.

იშვიათად, კარდიოგენურ შოკს იწვევს დაზიანება გულის მარჯვენა პარკუჭში, რომელიც სისხლს აგზავნის ფილტვების მიმართულებით, რათა სისხლი ჟანგბადით გამდიდრდეს. მარჯვენა პარკუჭის დაზიანება აფერხებს გულის ფუნქციას გადატყორცნოს სისხლი ფილტვების მიმართულებით, რაც იწვევს სხეულში არასაკმარისი ჟანგბადის შემცველობის სისხლის ცირკულაციას.

კარდიოგენური შოკის სხვა მიზეზებია: გულის კუნთის ანთება(მიოკარდიტი), გულის სარქველების ინფექცია(ენდოკარდიტი), წამლების მეტისმეტად დიდი დოზა ან იმ ნივთიერებებით მოწამვლა, რომლებიც აქვეითებენ გულის მტუმბავ ფუნქციას.

სიმპტომები

კარდოიგენური შოკის სიმპტომები:

  • გახშირებული სუნთქვა
  • სუნთქვის მძიმე უკმარისობა
  • სწრაფი გულისცემა(ტაქიკარდია)
  • ცნობიერების დაკარგვა
  • სუსტი პულსი
  • ოფლიანობა
  • კანის სიფერმკრთალე
  • ცივი ხელები და ტერფები
  • ნორმალურზე ნაკლები რაოდენობის შარდვა ან შარდვის სრული შეწყვეტა



გულის შეტევის სიმპტომები

რადგანაც კარდიოგენური შოკი გულის მძიმე შეტევის მქონე პაციენტებში ვითარდება, აუცილებელია გულის შეტევის სიმპტომების ცოდნა. სიმპტომები:

  • რამოდენიმე წუთის ან მეტის განმავლობაში მიმდინარე ზეწოლის, სისავსის ან მოჭერითი ხასიათის ტკივილის შეგრძნება გულკმერდის ცენტრში.
  • ტკივილი, რომელიც ვრცელდება მკერდის გავლით მხარზე, მკლავზე, ზურგზე, კბილებსა და ყბაზე
  • მკერდის ტკივილის გახშირებული ეპიზოდები
  • ხანგრძლივი ტკივილი მუცლის ზედა არეში
  • სუნთვის უმარისობა
  • ოფლიანობა
  • გულის წასვლის შეგრძნება ან უცაბედი თავბრუსხვევა
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება



სამედიცინო დახმარების დროულად მოთხოვნის შემთხვედვაში, კარდიოგენური შოკის განვითარების რისკი მცირდება.

როდის მივმართოთ ექიმს
გულის შეტევის სწრაფი მკურნალობა ზრდის გადარჩენის შანსს და მინიმალურად აზიანებს გულს. თუ თქვენ აღგენიშნებათ გულის შეტევის სიმპტომები, დარეკეთ 112-ში და მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თუ თქვენ ვერ უკავშირდებით სამედიცინო პუნქტს, სთხოვეთ ვინმეს, რომ მიგიყვანოთ უახლოეს საავადმყოფოში. თავად ნუ დაჯდებით საჭესთან.