კარდიომიოპათია

დაავადების აღწერა

კარდოიმიოპათია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტს აქვს გულის არანორმალური კუნთი. კარდიომიოპათიის მთავარი ფორმებია: დილატაციოური, ჰიპერტროფული და რესტრიქციული. კარდიომიოპათია აქვეითებს გულის ფუნქციას გადატუმბოს სისხლი სხეულის დანარჩენ ნაწილში. კარდიომიოპათია იწვევს გულის უკმარისობას.

კარდიომიოპათიის მკურნალობა შესაძლებელია. დაავადების მკურნალობა დამოკიდებულოა კარდიომიოპათიის ფორმაზე და მის სიმძიმეზე. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, ქირურგიულად იმპლანტირებულ მოწყობილობებს და იშვიათ შემთხვევებში გულის გადანერგვას.

გამომწვევი მიზეზი

ხშირად, კარდიომიოპათიის მიზეზი უცნობია. თუმცა ზოგიერთი პაციენტის შმთხვევაში ექიმები გამომწვევ ფაქტორებს ადგენენ. კარდიომიოპათიის შესაძლო მიზეზები

  • გენეტიკური მიდრეკილება
  • მაღალი წნევა, რომელიც გრძელდება დიდი პერიოდის განმავლობაში
  • წარსულში განვითრებული გულის შეტევის შედეგად ჩამოყალიბებული დაზიანება გულის ქსოვილში
  • ქრონიკულად სწრაფი გულისცემა
  • გულის სარქველებთან დაკავშირებული პრობლემები
  • მეტაბოლური მდგომარეობები, მაგალითად ჭარბი წონა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ან დიაბეტი
  • საკვები ნივთიერებებებს , მათ შორის ვიტამინების, მაგ. თიამინის(ვიტამინი B-1) და მინერალების ნაკლებობა
  • ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები
  • დიდი რაოდენობით ალოჰოლის მიღება წლების განმავლობაში
  • კოკაინის, ამფეტამინების და ანაბოლური სტეროიდების მიღბა
  • ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპიით მკურნალობა სიმსივნის წინააღმდეგ
  • ზოგიერთი ინფექცია, რომელმაც შეიძლება დააზიანოს გული და გამოიწვიოს კარდიომიოპათია
  • გულის კუნთში რკინის დაგროვება(ჰემოქრომატოზი)
  • მდგომარეობა, რომელიც იწვევს ანთებას და აყალიბებს უჯრედების გროვას გულში და სხვა ორგანოებში(სარკოიდოზი)
  • დაავადება, რომელიც იწვევს არანორმალური ცილის დაგროვებას(ამილოიდოზი)
  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები



კარდიომოპათიის ფორმები

  1. დილატაციური კარდიომიოპათია. ეს კარდიომიოპათიის ყველაზე ხშირი ფორმაა. ამ დაავადების დროს გულის მთავარი მტუმბავი საკნის- მარცხენა პარკუჭის სისხლის გადატყორცნის უნარი ქვეითდება. პარკუჭი დიდდება(განიერდება) და არაეფექტურად ტყორცნის სისხლს გულიდან.
  2. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ეს ფორმა ყველა ასაკის პაციენტებში გვხვდება, მდგომარეობა ძირითადად საშუალო ასაკის მამაკაცებში იჩენს თავს. დილატაციური კარდიომიოპათიით დაავადებულ ზოგიერთთ პაციენტს, ოჯახის წევრებშიც აღენიშნება იგივე დაავადება. პაციენტების ნაწილში, კარდიომიოპათიის ეს ფორმა გამოწვეულია გულის კორონარული დაავადებით, ინფექციით, ქიმიოთერაპიით, ნარკოტიკის ს და ალკოჰოლის მოხმარებით. მიზეზი ზოგჯერ უცნობია(იდიოპათიური)
  3. ჰიპერტროფული კარდიომიოპათია. ამ ფორმის დროს სახეზეა გულის კუნთის არანორმალური გასქელება, რომელიც ძირითადად გულის მთავარ საკანს, მარცხენა პარკუჭს აზიანებს. გულის გასქელებული კუნთი ართულებს სისხლის გადატყორცნას.
  4. ჰიპერტროფული კარდიომიოპათია ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა თუ მდგომარეობა განვითარდა ბავშვობაში, მაშინ იგი უფრო მწვავედ მიმდინარეობს. დაავადებული პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება მიოპათიის ამ ფორმის ისტორია ოჯახში. ჰიპერტროფულ კარდიომიოპათიასთან დაკავშირებულია რამოდენიმე გენეტიკური მუტაცია.
  5. რესტრიქციული კარდიომიოპათია. რესტრიქციული კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთი ხდება უხეშ და ნაკლებად ელასტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ გულის დარტყმებს შორის გული ვერ იშლება სათანადოდ და არ ხდება მისი სისხლით ავსება. რესტრიქცული კარდიომიოპათია გვხვდება ყველა ასაკში, თუმცა მდგომარეობა ძირითადად მოხუც პაციენტებში ვითარდება. რესტრიქციული კარდიომიოპათია ყველაზე იშვიათი ფორმაა და ხშირად მისი მიზეზი უცნობია(იდიოპათიური).
  6. მდგომარეობა ზოგჯერ გამოწვეულია ორგანიზმის სხვა ნაწილებში მიმდინარე დაავადებებით, რომლებიც აზიანებენ გულს. ესეთებია: დაავადება რომლის დროსაც გულის კუნთში ხდება რკინის დაგროვება(ჰემოქრომატოზი),მდგომარეობა, როდესაც გულის კუნთში ხდება არანორმალური ცილის დაგროვებ(ამილოიდოზი), დაავადება, რომელიც იწვევს ანთებას და უჯრედების გროვების წარმოქმნას გულში და სხვა ორგანოებში(სარკოიდოზი), შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, დაავადება რომელიც იწვევს სისხლის არანორმალური უჯრედების მიერ გულის დაზიანებას(ეოზინოფილური გულის დაავადება).
  7. არითმოგენური მარჯვენაპარკუჭოვანი დისპლაზია. ეს კარდიომიოპათიის იშვიათი ფორმაა, რომლის დროსაც გულის მარჯვენა ქვედა საკანს(მარჯვენა პარკუჭი) ანაცვლებს ნაწიბუროვანი ქსოვილი. შედეგად ირღვევა გულის ნორმალური რითმი. ეს მდგომარეობა ხშირად გენეტიკური მუტაციებითაა გამოწვეული

კარდიომიოპათიის სხვა ტიპები. კარდიომიოპათიის სხვა ფორმები(არაკლასიფიცირებული კარდიომიოპათიები) არსებობს, თუმცა არ გავს კარდიომიოპათიის დანარჩენ ტიპებს.

სიმპტომები

ადრეულ ეტაპებზე, კარდიომიოპათიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა არ აღინიშნებოდეს სიმპტომები. თუმცა მდგომარეობის განვითარების შემდეგ სიმპტომები იჩენს თავს. კარდიომიოპათიის ისმპტომები:

  • სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვის და ზოგჯერ მოსვენების პირობებშიც
  • ფეხების, კოჭებისა და ტერფების შეშუპება
  • სითხის დაგროვებით გამოწვეული მუცლის შებერილობა
  • ხველა წოლისას
  • დაღლილობა
  • არარეგულარული გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი, ახლდეს ფრიალი, დარტყმების სიძლიერე იყოს მომატებული
  • მკერდის ტკივილი
  • თვაბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა
  • კარდიომიოპათიის ფორმის მიუხედავად, სამედიცინო ჩარევის გარეშე სიმპტომები უარესდება. ზოგიერთ პაციენტში გაუარესება სწრაფად ხდება, ზოგში კი გვიან.



როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ აღნიშნავთ კარდიომიოპათიასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს. აკრიფეთ 112 თუ თქვენ გაქვთ გაძნელებული სუნთქვა, წაგივიდათ გული ან აღგენიშნებათ მკერდის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთზე მეტ ხანს. რადგანაც მდგომარეობა ზოგჯერ მემკვიდრეობითია, ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს ოჯახის წევრების შემოწმება იმავე დაავადებაზე.