კავასაკის დაავადება

დაავადების აღწერა

კავასაკის დაავადება ანთებითი მდგომარეობაა, რომელშიც ჩართულია საშუალო დიამეტრის არტერიები მთელ ორგანიზმში, კორონარული არტერიების (გულის მომმარაგებელი სისხლძარღვები) ჩათვლით. კავასაკის დაავადებას ასევე კანისა და ლორწოვანის ლიმფური კვანძების სინდრომსაც უწოდებენ, რადგან იგი ლიმფურ კვანძებს, კანსა და ლორწოვან გარსებს აზიანებს პირის ღრუში, ცხვირსა და ხახაში.

კავასაკის დაავადების ნიშნები, როგორიცაა მაღალი სიცხე და კანის აქერცვლა, შესაძლოა შემაშფოთებელი იყოს. კავასაკის დაავადება უმეტესად, საბედნიეროდ, იკურნება და ბავშვების უმეტესობა გამოკეთდება გართულებების გარეშე.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს კავასაკის დაავადებას, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ დაავადება გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე. არსებობს თეორიები ბაქტერიების, ვირუსებისა და სხვა გარემო–ფაქტორების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით ეს თეორიები დამტკიცებული არ არის. გარკვეული გენები ზრდიან კავასაკის დაავადების განვითარების რისკს ბავშვში.

სიმპტომები

კავასაკის დაავადების სიმპტომები სამ ფაზად ვითარდება.

პირველი ფაზა

პირველი ფაზის ნიშნები და სიმპტომებია:

  • სიცხე, 39 გრადუსი ცელსიუსით ან მეტი, 5 დღის ან მეტის განმავლობაში
  • თვალების შეწითლება (კონიუქტივიტი), სქელი გამონადენის გარეშე
  • გამონაყარი ტანზე და გენიტალიებზე
  • წითელი, მშრალი ტუჩები და ღია წითელი, შესიებული ენა (მარწყვისებრი ენა)
  • შესიებული, წითელი კანი ხელისგულებსა და ფეხისგულებზე
  • შესიებულ ლიმფური კვანძები კისერში ან სხვა ადგილებში
  • გაღიზიანებადობა



მეორე ფაზა

დაავადების მეორე ფაზაში, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს:

  • კანის აქერცვლა ხელებზე, ფეხებზე, განსაკუთრებით თითებზე. ზოგჯერ აქერცვლა საკმაოდ მასიური და შემაშფოთებელია
  • სახსრების ტკივილი
  • დიარეა
  • ღებინება
  • მუცლის ტკივილი



მესამე ფაზა

მესამე ფაზაში, ნიშნები და სიმპტომები ქრება, თუ არ გართულდა. შესაძლოა საჭირო იყოს 8 ან მეტი კვირა ენერგიის სრულ აღდგენამდე.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ბავშვს აქვს სიცხე, რომელიც 4 დღეზე მეტს გასტანს, ესაუბრეთ ექიმს. მიმართეთ პედიატრს, თუ ბავშვს სიცხესთან ერთად აქვს:

  • შეწითლება თვალებზე
  • წითელი, შესიებული ენა
  • ხელის და ფეხისგულების შეწითლება
  • კანის აქერცვლა
  • გამონაყარი
  • შესიებული ლიმფური კვანძები



მკურნალობა ამცირებს გართულებების რისკს, თუ იგი დაიწყო კავასაკის დაავადების დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში.