კავერნოზული მალფორმაციები

დაავადების აღწერა

კავერნოზული მალფორმაცია არის პათოლოგიური ფორმის სისხლძარღვთა გროვა, რომელიც წააგავს მცირე ზომის კენკროვან მარცვალს და იქმნება თავის ტვინში ან ზურგის ტვინში. ასეთი მალფორმაცია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან გაჩნდეს სპონტანურად.

მალფორმაციებს შეიძლება ახასიათებდეს სისხლის გაჟონვა, რაც გამოიწვევს სისხლდენას ტვინში (ჰემორაგია). სისხლდენა იწვევს ნეიროლოგიურ სიმპტომებს, მალფორმაციის ადგილმდებარეობის მიხედვით. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს სისუსტეს, დაბუჟებას სახეზე, ხელებში, ფეხებში, ბალანსის დაკარგვას, მხედველობის დაკარგვას ან მეტყველების, ყლაპვის გაძნელებას.შესაძლოა თან ახლდეს გულყრაც. განმეორებითი ჰემორაგია შეიძლება მოხდეს თავდაპირველი სისხლდენიდან რამდენიმე კვირაში, თვეში, წელიწადში ან საერთოდ არ განმეორდეს.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები