კერატოკონუსი

დაავადების აღწერა

კერატოკონუსი ეწოდება რქოვანას დეფორმაციას, რომლის დროსაც თვალის გარეთა, გამჭვირვალე, თაღისებრი გარსი თხელდება, გამოიბერება და იღებს კონუსის ფორმას.

კონუსის ფორმის რქოვანა იწვევს მხედველობის დაბინდვას და სინათლეზე მგრძნობელობის მომატებას. კერატოკონუსი უმეტესად ორივე თვალს ეხება და ხშირია 10–25 წლის ადამიანებში. მდგომარეობა ნელნელა ვითარდება, 10 ან მეტი წლის მანძილზე.

მხედველობის პრობლემები შესაძლოა სათვალით ან რბილი კონტაქტური ლინზით გავასწოროთ ადრეულ ეტაპებზე. კერატოკონუსის პროგრესირებასთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს რიგიდული პერმეაბელური კონტაქტური ლინზა ან სხვა ტიპის ლინზები. გართულებული კერატოკონუსის დროს იყენებენ რქოვანას ტრანსპლანტაციის მეთოდსაც.

გამომწვევი მიზეზი

კერატოკონუსის მიზეზი უცნობია.

კერატოკონუსის შესაძლო გამომწვევი ფაქტორებია:

  • ხშირი, უხეში შეხება თვალებზე
  • თვალის სხვა დაავადებები, როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი, რეტინოპათიები, კერატოკონიუქტივიტი
  • დაავადებათა კომბინაცია, როგორიაა ფერმენტული დაავადებები და მემკვიდრეობითი სინდრომი (დაუნის სინდრომი)
  • კონტაქტური ლინზების ტარება რამდენიმე წლის განმავლობაში

სიმპტომები

კერატოკონუსის სიმპტომები იცვლება დაავადების პროგრესირებასთან ერთად. ესენია:

  • დაბინდული მხედველობა
  • მგრძნობელობის მომატება მკაფიო სინათლესა და მცირე შუქზე
  • მხედველობის პრობლემები ღამით
  • სათვალის ნომრების ხშირი ცვლილება
  • მხედველობის უცაბედი გაუარესება ან დაბინდვა, რომელსაც იწვევს რქოვანას უკანა ნაწილის სითხით ავსება და გახეთქვა– ჰიდროფსი



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ თვალის ექიმს, თუ გაქვთ თვალის არასწორი მოყვანილობა (ასტიგმატიზმი) და მხედველობა სწრაფად გიქვეითდებათ. ოფთალმოლოგი შეამოწმებს, გაქვთ თუ არა კერატოკონუსის ნიშნები გამოკვლევის ფარგლებში.

თუ აპირებთ ლაზერული ინ–სიტუ კერატომილეუზის (LASIK) ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, აუცილებლად შეამოწმებინეთ ექიმს, ხომ არ გაქვთ კერატოკონუსის ნიშნებ.