კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო

დაავადების აღწერა

კპპვ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა თავბრუსხვევისა. თავბრუსხვევა არის უცაბედი შეგრძნება, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ თავად ბრუნავს, ან მისი თავის შიგთავსი ბრუნავს.

კპპვ ხასიათდება მსუბუქი ან ძლიერი თვბრუსხვევის შეგრძნების მოკლე ეპიზოდებით. ამ მდგომარეობის სიმპტომები გამოწვეულია თავის პოზიციის შეცვლით, მაგალითდ მაღლა აწევით ან დაბლა ჩაღუნვით, დაწოლით, საწოლში გადატრიალებით ან წამოჯდომით. თავბრუსხვევის შეგრძნება შესაძლოა სიარულისას ან ფეხზე დგომის დროსაც დაიწყოს.

მიუხედავად იმისა რომ კეთილთვისებანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო შეიძლება იყოს შემაწუხებელი, მდგომარეობა იშვიათადაა სერიოზული გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტის ძირს დაცემის შანსი იზრდება. ექიმთან ვიზიტის შედეგად თქვენ დაგენიშნებათ ეფექტური მკურნალობა.

გამომწვევი მიზეზი

კპპვ-ის მქონე პაციენტების შემთხვევების ნახევარში მდგომარეობის კონკრეტული მიზეზი უცნობია.

თუ მდგომარეობის მიზეზი ცნობილია, ის ძირითადად უკავშირდება თავის ტრავმულ დაზიანებას. კპპვ-ის იშვიათი მიზეზი შეიძლება იყოს შიდა ყურის დაზიანება, ქურის ქირურგიული ოპერაციის დროს მიყენებული ტრავმა, ან ზურგზე დიდხანს წოლა. კპპვ აგრეთვე დაკავშირებულია შაკკთან

ყურის მნიშვნელობა

ყურის შიგნით არსებობს მცირე ზომის ორგანო, რომელსაც ვესტიბულური აპარატი ეწოდება. მასში მოთვსებულია მარყუჟის ფორმის სამი სტრუქტურა(ნახევრადწრიული არხები), რომლებიც შეიცავენ სითხეს და წვრილ, თმისებრ რეცეპტორებს რომელიც მეთვალყურეობენ თავის როტაციას.

სხვა სტრუქტურები (ოტოლიტის ორგანოები) შიდა ყურში მეთვალყურეობენ თავის მოძრაობებს – ზემოთ და ქვემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ, წინ და უკან. ისინი ასევე აკონტროლებენ თვის პოზიციას მიზიდულობის ძალასთან მიმართბაში. ოტოლიტის ორგანოები – ორი პარკი – შეიცავს კრისტალებს რომელიც ადამიანს მიზიდულობის ძალის მიმართ მგრძნობიარეს ხდის.

ზოგიერთ შემთხვეაში ეს კრისტალები გადააადგილდებიან. ისინი შესაძლოა გადავიდნენ ნახევრადწრიულ არხებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი წევს. შედეგად ნახევრადწრიული არხები მათთვის უჩვეულოდ ხდებიან მგრძნობიარენი თავის პოზიციის შეცვალსთან ერთად. ეს პროცესი იწვევს თავბრუსხვევას

სიმპტომები

კპპვ-ის სიმპტომები:

  • თავბრუსხვევა
  • შეგრძნება, რომ თქვენს გარშემო მყოფი საგნები ბრუნავენ ან მოძრაობენ (ვერტიგო)
  • თავბრუსხვევა
  • არამდგრადობის შეგრძნება
  • ბალანსის დაკარგვა
  • ბუნდოვანი მხედველობის არე რომელიც ახლავს ვერტიგოს
  • თავბრუსხვევა
  • ღებინება

კპპვ-ის სიმპტომები შესაძლოა იყოს ხანგამოშვებითი, ისინი ძირითადად 1 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდება. კპპვ-ის ეპიზოდები და ვერტიგოს სხვა ფორმები შეიძლება იყოს ხანგამოშვებითი.

კპპვ-ის სიმპტომების გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს სხვადასხვა განსხვავებულ ადამიანებში, თუმცა თავის პოზიციის შეცვლა ყველაზე ხშირად იწვევს ამ მდგომარეობას. თვალის არანორმალური რითმული მოძრაობები(ნისტაგმუსი) ხშირად ახლავს კპპვ-ის სიმპტომებს. იშვიათ შემთხვევებში, კპპვ გვხვდება ორივე ყურში (ბილატერალური კპპვ)/

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება აუხსნელი თავბრუსხვევა ან ვერტიგო რომელიც მეორდება პერიოდულად უკვე ერთ კვირაზე მეტია.

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება
მიუხედავად იმისა, რომ კპპვ-ის მიზეზი იშვიათადაა სერიოზული დაავადება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თვქვენ დაგეწყოთ თავბრუსხვევა ან ვერტიგო და მას თან ახლავს:

  • ახლახანს დაწყებული, უწინდელისგან განსხვავებული ან მძიმე თავის ტკივილი
  • 38 გრადუსი ან მეტი სიცხე
  • მხედველობის გაორება ან დაკარგვა
  • სმენის დაკარგვა
  • გართულებული ლაპარაკი
  • ფეხის ან მკლავის სისუსტე
  • ცნობიერების დაკარგვა
  • ძირს დაცემა ან გართულებული სიარული
  • გაშეშება ან ჩხვლეტის შეგრძნება
  • მკერდის ტკივილი, სწრაფი ან ნელი გულისცემა

ხსენებული სიმპტომები შესაძლოა სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს, როგორიცაა ინსულტი ან გულის პათოლოგია