ხელის, ფეხის და პირის დაავადება

დაავადების აღწერა

ხელის, ფეხის და პირის დაავადება არის სუსტი, გადამდები ვირისული დაავადება, რომელიც ხშირია პატარა ბავშვებში და ხასიათდება წყლულების გაჩენით პირში და გამონაყრის გაჩენით ხელებზე და ფეხებზე. ხელის, ფეხის და პირის დაავადებას ყველაზე ხშირად კოქსაკივირუსი იწვევს.

ხელის, ფეხის და პირის დაავადების სპეციფიური სამკურნალო საშუალება არ არსებობს. შეგიძლიათ შეამციროთ ბავშვის დაინფიცირების რისკი ჰიგიენის წესების დაცვით და ბავშვის სისუფთავისადმი მიჩვევით.

გამომწვევი მიზეზი

ხელის, ფეხის და პირის დაავადების ყველაზე ხშირი გამომწვევია A16 კოკსაკივირუსით დაინფიცირება. კოკსაკივირუსები მიეკუთვნება ვირუსების ჯგუფს, რომელსაც არაპოლიომიელიტური ენტეროვირუსები ეწოდება. ენტეროვირუსის სხვა ტიპებსაც შეუძლიათ ხანდახან ხელის, ფეხის და პირის დაავადების გამოწვევა.

კოკსაკივირუსის ორგანიზმში ყველაზე ხშირად პირის გზით ხვდება. დაავადება ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე შემდეგი გზით:

  • ცხვირის სეკრეტი ან გამონადენი ყელიდან
  • ნერწყვი
  • წყლულების სითხე
  • განავალი
  • დახველების ან დაცემინების შემდეგ გამონთავისუფლებული წვეთებით



ხშირია ბავშვთა მოვლის ცენტრებში

ხელის, ფეხის და პირის დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვთა მოვლის ცენტრებში პამპერსის ხშირი გამოცვლის და ტუალეტზე ჯდომის მიჩვევის გამო და აგრეთვე იმიტომ, რომ პატარა ბავშვები ხშირად იდებენ ხელებს პირში.

იმისდა მიუხედავად, რომ ხელის, ფეხის და პირის დაავადება ყველაზე გადამდები დაავადების პირველი კვირის განმავლობაშია, ვირუსი ორგანიზმში შეიძლება სიმპტომების გაქრობიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც არსებობდეს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს მაინც შეუძლია იგი გადადოს სხვებს.

ზოგმა ადამიანმა, განსაკუთრებით ზრდასრულებმა, შეიძლება გაავრცელონ ვირუსი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების გარეშე.

ა.შ.შ-ში დაავადების აფეთქებები უფრო ხშირია ზაფხულში და შემოდგომაზე ზომიერი ჰავის გამო. ტროპიკულ კლიმატებში აფეთქებები წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

ხელის, ფეხის და პირის დაავადების სხვადასხვა ფორმები

ხელის, ფეხის და პირის დაავადება არ არის დაკავშირებული ფეხის და პირის დაავადებასთან, რომელიც არის ინფექციური დაავადება და გვხვდება ფერმის ცხოველებში. შეუძლებელია ხელის, ფეხის და პირის დაავადება გადმოგედოთ ცხოველებისგან ან თქვენ გადადოთ იგი მათ.

სიმპტომები

ხელის, ფეხის და პირის დაავადების დროს შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სიმპტომიდან ყველა ან მხოლოდ რამდენიმე:

  • ტემპერატურის მომატება
  • ყელის ტკივილი
  • ზოგადი სისუსტე
  • მტკივნეული, წითელი, ბებერას მსგავსი დაზიანებენი ენაზე, ღრძილებზე და ლოყის შიგნით
  • წითელი გამონაყარი ქავილის გარეშე, ხანდახან ბებერების გაჩენით ხელისგულებზე, ფეხისგულებზე და დუნდულებზე
  • გაღიზიანებულობა ჩვილებში და ბავშვებში.
  • მადის დაკარგვა



ინფექციის ორგანიზმში მოხვედრიდან სიმპტომების გაჩენამდე პერიოდი (ინკუბაციური პერიოდი) 3-6 დღეს შეადგენს. ტემპერატურის მომატება ხშირად ხელის, ფეხის და პირის დაავადების პირველი სიმპტომებია, რომელსაც შემდგომ მოყვება ხელის ტკივილი და ხანდახან მადის დაქვეითება და ზოგადი სისუსტე.

ტემპერატურის მომატებიდან 1-2 დღის შემდეგ, პირში ან ყელში შეიძლება განვითარდეს მტკივნეული წყლულები. ამას 1-2 დღეში შეიძლება მოყვეს ხელებზე, ფეხებზე და ხანდახან დუნდულებზე გამონაყრის გაჩენა.

როდის მივმართოთ ექიმს

ხელის, ფეხის და პირის დაავადება ჩვეულებრივ უმნიშვნელო დაავადებაა, რომელიც რამდენიმედღიან ტემპერატურის მომატებას და შედარებით სუსტ ნიშნებს და სიმპტომებს იწვევს. შეეხმიანეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ პირში წყლულები ან ყელის ტკივილი, რომლებიც ხელს გიშლიან წყლის დალევაში. აგრეთვე შეეხმიანეთ ექიმს თუ რამდენიმე დღის შემდეგ თქვენი შვილის ნიშნები და სიმპტომები გაუარესდება.