ხმოვანი იოგების დამბლა
დაავადების აღწერა
ხმოვანი იოგების დამბლა ვითარდება, როდესაც ზიანდება ხორხისკენ მიმავალი ნერვული იმპულსები. ეს იწვევს ხმოვანი იოგების კუნთების დამბლას.
ხმოვანი იოგების დამბლამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ლაპარაკში და სუნთქვაში, რადგან ხმოვანი იოგები ხმის წარმოქმნაში მონაწილეობასთან ერთად აგრეთვე ხელს უშლიან საჭმლის, სასმლის და ნერწყვის ტრაქეაში მოხვედრას.
ხმოვანი იოგების დამბლა მრავალი მიზეზით შეიძლება განვითარდეს. მათ შორისაა ნერვების დაზიანება ოპერაციის დროს, ვირუსული ინფექციები და ზოგიერთი სიმსივნე. ხმოვანი იოგების დამბლის მკურნალობა ოპერაციულად ხდება.
გამომწვევი მიზეზი
სახმო იოგების დამბლის დროს, ნერვული იმპულსები, რომლებიც ლარინქსს მიეწოდება, მოშლილია, რაც იწვევს კუნთის პარალიზს. ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს დამბლას. სავარაუდო მიზეზებია:
- სახმო იოგების დაზიანება ქირურგიული ჩარევის დროს. კისრის ან გულმკერდის ზედა ნაწილის ოპერაციის დროს შესაძლოა დაზიანდეს სახმო ნერვები. ასეთი ოპერაციები ტარდება ფარისებრ, ფარისებრახლო ჯირკვლებზე, საყლაპავზე, კისრის სხვა სტრუქტურებზე.
- კისრის ან გულმკერდის ტრავმა. კისრის ან გულმკერდის ტრავმამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვების დაზიანებაც, ან თავად იოგების დაზიანება.
- ინსულტი. ინსულტის გამო ირღვევა სისხლის მიმოქცევა თავსი ტვინში. თუ დაზიანდა ტვინის ის ნაწილი, რომელიც იმპულსებს სახმო იოგებს გადასცემს, განვითარდება დამბლა.
- სიმსივნეები. კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება გაიზარდოს სახმო კუნთების, ხრტილის ან ნერვების გარშემო, რის გამოც დაირღვევა სახმო იოგების ნორმალური ფუნქცია და განვითარდება დამბლა.
- ვირუსული ინფექციები. ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, ეფშტეინ–ბარის ვირუსი, ჰერპესის ვირუსი, შეიძლება იყოს ანთების და დაზიანების მიზეზი.
- ნევროლოგიური მდგომარეობები. თუ გაქვთ რაიმე ნევროლოგიური დაავადება, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი ან პარკინსონის დაავადება, მაღალია სახმო იოგების დამბლის რისკი.
სიმპტომები
ხმოვანი იოგი ქსოვილის ორი ელასტიური ნაწილია, რომელიც მდებარეობს ტრაქეასთან ახლოს. საუბრის დროს, ელასტიური ქსოვილის ორი წყვილი ერთმანეთთან ახლოს მოდის და ვიბრირებს ხმის გამოსაცემად. სხვა დროს, ხმოვანი იოგი მოდუნებულია და ადამიანი სუნთქავს.
ხმოვანი იოგის პარალიზრების– დამბლის შემთხვევათა უმეტესობაში მხოლოდ ერთი სახმო იოგია პარალიზებული. თუ ორივე იოგი დაზიანდა, განვითარდება ვოკალური გართულებები, ასევე ყლაპვასთან და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.
სახმო იოგების დამბლის ნიშნები და სიმპტომებია:
- ხმის შეცვლა, სუნთქვის გაძლიერებით
- ხმის ჩახლეჩვა
- ხმაურიანი სუნთქვა
- ხმის დაკარგვა
- დახველება, დახრჩობის შეგრძნება საკვების ან სასმელის მიღების დროს
- საუბრისას ხშირად ჩასუნთქვის მოთხოვნილება
- ხმამაღალი საუბრის უნარის დაკარგვა
- ღებინების რეფლექსის დაქვეითება
- არაეფექტური ხველა
- ხშირად ხველა
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ ხმის აუხსნელი, ხანგრძლივი ჩახლეჩა, რომელიც 2 კვირაზე მეტს გასტანს, ან შეამჩნიეთ სხვა სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.