კისრის დისტონია
დაავადების აღწერა
ეს იშვიათი დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა იგი ყველაზე ხშირად შუა ასაკის პაციენტებში და ძირითადად ქალებში გვხვდება. სიმპტომები თანდათანობით ვითარდებიან და აღწევენ წერტილს, რის მერეც წყვეტენ გაუარესებას.
კისრის დისტონია არ იკურნება. დაავადება ზოგჯერ თავისით გაივლის, თუმცა სამუდამოდ განკურნება იშვიათია. დაზიანებულ კუნთებში ბოტულიზმის ტოქსინის ინექცია ხშირად ამცირებს სიმპტომებს. ზოგიერთ შემთხვევაში, რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
კისრის დისტონიის დროს კუნთების შეკუმშვა იწვევს თავის მობრუნების სხვადასხვა ფორმებს:
- ნიკაპის მხრისკენ მიბრუნება
- ყურის მხრისკენ მიბრუნება
- ნიკაპის პირდაპირ და მაღლა აწევა
- ნიკაპის პირდაპირ და ქვემოთ დახრა
- კისრის დისტონიის შედეგად თავის მობრუნების ყველაზე ხშირი ფორმაა ნიკაპის მხრისკენ წარზიდვა. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება თავის პოზიციის არანორმალური კომბინაციების ერთობლიობა. მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს თავის განმეორებითი მოძრაობები.
- კისრის დისტონიით დაავადებულ პაციენტებში ხშირად აღინიშნება კისრის ტკივილი, რომელიც ვრცელდება მხრებზე. დაავადება აგრეთვე იწვევს თავის ტკივილებს. პაციენტების ნაწილში, კისრის დისტონიით გამოწვეული ტკივილი შეიძლება იყოს მტანჯველი და ყოველდღიურ ცხვორებაში სერიოზული დისკომფორტის შემქმნელი.