კისრის სპონდილოზი

დაავადების აღწერა

კისრის სპონდილოზი არის ზოგადი ტერმინი, რომელიც უკავშირდება ასაკთან ერთად განვითარებულ ცვლილებებს კისრის მალების დისკებში. დისკების დეჰიდრირებასთან და დაპატარევებასთან ერთად, ჩნდება სტეოართრიტის ნიშნები, მათ შორის ძვლების კიდეებზე არსებული ძვლოვანი წანაზარდები(ოსტეოფიტები)

კისრის სპონდილოზი ხშირი დაავადებაა რომელიც უარესდება ასაკთან ერთად. კისრის სპონდილოზი 60 წელს გადაცილებულ 85 %-ზე მეტ ადამიანში გვხვდება.

პაციენტების უმრავლესობას არ აღენიშნება სიმპტომები. თუმცა მათი არსებობის შემთხვევაში, არაქირურგიული მკურნალობა ხშირადაა ეფექტური

გამომწვევი მიზეზი

ასაკის მატებასთან ერთად, ხერხემლისა და კისრის აგებულებაში შემავალი ძვლები და ხრტილები ცვდება. შედეგად შესაძლოა არსებობდეს შემდეგი ცვლილებები:

  • დეჰიდრირებული დისკები. დისკები ხერხემლის მალებს შორის ბუნებრივი ამორტიზატორის როლს ითავსებენ. 40 წლის ასაკში და შემდგომ, დისკები იწყებენ გამოშრობას და დაპატარავებას, რაც იწვევს მალებს შორის არსებული მანძილის შემცირებას.
  • დისკის თიაქარი. ასაკი აგრეთვე ზეგავლენას ახდენს ხერხემლის დისკების გარეთა ნაწილზე. ხშირად ხდება გაბზარვა, რაც იწვევს დისკების გამოვარდნას და გამობურცვას. შედეგად, ზოგჯერ, ისინი აწვებიან ზურგის ტვინსა და ნერვის ფესვებს.
  • ძვლოვანი წანაზარდები. დისკების განლევის საკომპენსაციოდ, ხშირად, მალებში წარმოიქმნება არასწორად მიმართული ძვლოვანი წანაზარდები. ეს ძლოვანი წანაზარდები ზოგჯერ აწვება ზურგის ტვინსა და ნერვის ფესვებს.
  • დაჭიმული იოგები. იოგი არის ბოჭკოვანი ქსოვლი, რომელიც ძვალს ძვალთან აერთებს. ხერხემლის იოგები იჭიმება და ხდება უხეში ასაკის ზრდასთან ერთად. ეს პროცესი იწვევს კისრის მოუქნელობას.

სიმპტომები

უმეტეს ადამიანებში კისრის სპონდილოზი სიმპტომებს არ ავლენს. თუმცა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი ძირითადად ვლინდებიან, როგორც ტკივილი და გაშეშება კისრის არეში.

ზოგიერთ შემთხვევაში, კისრის სპონდილოზი გამოწვეულია იმ სივრცის შევიწროებით, რომელიც ესაჭიროება ზურგის ტვინსა და მისგან გამომავალ ნერვების ფესვებს, რათა მიაღწიონ ორგანიზმის დანარჩენ ნაწილებამდე. როდესაც ხდება ზურგიზ ტვინზე ან ნერვების ფესვებზე ზეწოლა, შესაძლოა გამოვლინდეს შემდგომი სიმპტომები:

  • ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე მკლავების, ხელის მტევნების, ფეხებისა და ტერფების არეში.
  • წონასწორობის კარგვა და გართულებული სიარული
  • შარდვის ან დეფეკაციის კონტროლის დაკარგვა



როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ თქვენ შეამცნევთ უცაბედ მგრძნობელობის დაკარგვას, სისუსტეს, შარდის შეუკავებლობასა და დეფეკაციაზე კონტროლის დაკარგვას.