კისტები თირკმელში
დაავადების აღწერა
კისტები წარმოადგენს სითხით სავსე ბუშტებს, რომლებიც ზოგჯერ თირკმელშიც ყალიბდება. თირკმლის კისტები შესაძლოა ასოცირებული იყოს მძიმე დაავადებასთან, რომელიც თირკმლის ფუნქციას აზიანებს. უფრო ხშირად, კისტა მარტივი აგებულების, არასიმსივნურია და არ იწვევს გართულებებს.
უცნობია, რა იწვევს კისტების წარმოქმნას. ტიპიურად, მხოლოდ ერთი კისტა იქმნება თირკმლის ზედაპირზე, მაგრამ შესაძლებელია მრავლობითი კისტების ჩამოყალიბებაც ცალ ან ორივე თირკმელზე. ერთეული კისტები არ გავს პოლიკისტური დაავადების დროს წარმოქმნილ კისტებს.
მარტივი ერთეული კისტები ხშირად გამოკვლევების, სხვა მდგომარეობის შეფასების დროს ჩანს. ასეთი კისტები ძირითადად არ იწვევენ ნიშნებსა და სიმპტომებს და არ საჭიროებენ ჩარევას.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია, ზუსტად რა იწვევს კისტების ჩამოყალიბებას. ერთ–ერთი თეორიის თანახმად, კისტა თირკმლის ზედაპირის შესუსტების ადგილას ვითარდება, სადაც გამობურცულობა (დივერტიკულუმი) ყალიბდება. ეს ამობურცულობა ივსება სითხით, გამოეყოფა ზედაპირს და ხდება კისტა.
სიმპტომები
მარტივი, ერთეული კისტები ტიპიურად არ იწვევენ სიმპტომებს. თუ კისტა ზომაში ძალიან გაიზარდა, შესაძლოა გამოიწვიოს:
- ყრუ ტკივილი წელში ან გვერდებში
- ცხელება
- მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ ხანგრძლივი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გავს კისტასთან დაკავშირებულ ნიშნებს.