კლიპელ–ტრენონეს სინდრომი
დაავადების აღწერა
კლიპელ–ტრენონეს სინდრომი თანდაყოლილი მალფორმაციაა, რომლის დროსაც სისხლძარღვები, რბილი ქსოვილები და ძვლები სწორად არ არის განვითარებული. კლიპელ–ტრენონეს სინდრომის დროს აღინიშნება ნიშნები და სიმპტომები:
- მოწითალო–იასამნისფერი ლაქები (პორტ–ვეინის ლაქა) ან კაპილარული მალფორმაციები
- გრძელი და დიდი ზომის კიდურები, ძვლებისა და რბილი ქსოვილების ჭარბი ზრდის გამო, ძირითადად ქვედა კიდურებში
- ვარიკოზული ვენები