კლოსტრიდიუმ დიფიცილე

დაავადების აღწერა

კლოსტრიდიუმ დიფიცილე არის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვის როგორც მსუბუქი სიმპტომი(მაგ. დიარეა), ასევე კოლინჯის სიცოცხლისთვის საშიში ანთება.

კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული დაავადება ხშირად ჰოსპიტალიზირებულ ზრდასრულებში გვხვდება. ინფექცია შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკურმა მკურნალობამ. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი ინფექცია მოხშირდა ახალგაზრდებშიც, და იმ ადამიანებში, რომლებსაც არ მიუღიათ ანტიბიოტიკები და არ ყოფილან ჰოსპიტალიზირებული.

ყოველწილირად, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება ამ ბაქტერიით. ბოლო წლებში, კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი ინფექცია გახშირდა და უფრო რთული სამკურნალო გახდა.

გამომწვევი მიზეზი

კლოსტრიდიუმ დიფიცილე გავრცელებულია ბუნებაში – მიწაში, ჰაერში, წყალში, ადამიანის და ცხოველების ფეკალიებში, საკვებ პროდუქტებში, როგორიცაა დამუშავებული ხორცი. ზოგიერთ ჯანმრთელ ადამიანს ეს ბაქტერია ბუნებრივად ჰყავს მსხვილ ნაწლავში, თუმცა არ აღენიშნება ინფექციის სიმპტომები.

კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული ინფექცია ხშირია საავადმყოფოებში და სხვა სამედიცინო პუნქტებში, სადაც პაციენტების დიდი პროცენტი ატარებს ამ ბაქტერიას. თუმცა კვლევები აჩვენებენ, რომ კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი დაავადებულების რაოდენობა იზრდება პოპულაციის იმ ნაწილშიც, რომელიც, წესით, რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნება. მაგ: ბავშვები ან ადამიანები, რომლებსაც არ მიუღიათ ანტიბიოტიკური თერაპია და არ ყოფილან ჰოსპიტალიზირებული.

კლოსტრიდიუმ დიფიცილე განავალთან ერთად გამოდის და ვრცელდება საკვებზე, სხვადასხვა საგნებზე მაშინ, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ხშირად არ იბანს ხელებს. ბაქტერია წარმოქმნის სპორებს, რომლებიც ნორმალურ პირობებში კვირების და თვეების განმავლობაში ცოცხლობენ.

თქვენი ნაწლავები შეიცავენ მილიონობით ბაქტერიას. მათგან ბევრი ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. ინფექციის სამკურნალოდ მიღებული ანტიბიოტიკი, ზოგჯერ, ანადგურებს როგორც ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს, ასევე ნორმალურ, დამხმარე ბაქტერიებსაც. სასარგებლო ბაქტერიების გარეშე კლოსტრიდიუმ დიფიცილე სწრაფად და უკონტროლოდ მრავლდება. ანტიბიოტიკები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი ინფიცირებას: ფლუოროქინილონები, ცეფალოსპორინები, კლინდამიცინი და პენიცილნები.

გამრავლების შემდეგ, კლოსტრიდიუმ დიფიცილე წარმოქმნის ტოქსინებს, რომლებიც აზიანებენ ნაწლავების ამომფენ ზედაპირს. ტოქსინები ანადგურებენ უჯრედებს და აყალიბებენ ანთებითი უჯრედების ფენებს. შედეგად იქერცლება უჯრედული ნარჩენები კოლინჯში და პაციენტს აქვს თხიერი ფაღარათი.

ბაქტერიის ახალი ფორმის აღმოცენება

რამოდენიმე წლის წინ აღმოცენდა კლოსტრიდიუმ დიფიცილეს აგრესიული ფორმა, რომელიც გამოიმუშავებს უფრო მეტ ტოქსინს, ვიდრე ამ ბაქტერიის სხვა ტიპები. ბაქტერიის ახალი ფორმა წამლების მიმართ უფრო გამძლეა და აღინიშნება იმ ხალშიც, ვინც არ ყოფილა ჰოსპიტალიზირებული და წარსულში არ მიუღია ანტიბიოტიკები. 2000 წლიდან კლოსტრიდიუმ დიფიცილეს ამ ფორმამ რამოდენიმეჯერ ეპიდემია გამოიწვია.

სიმპტომები

ზოგიერთი ადამიანი ამ ბაქტერია ნაწლავებსი ატარებს მაგრამ არასდროს ავადდება, თუმცა მათ კლოსტრიდიუმ დიფიცილე მაინც შეუძლიათ სხვებს გადასდონ. კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი დაავადება ანტიბიოტიკების მოხმარებიდან რამოდენიმე თვეში ყალიბდება.
მსუბუქი ან საშუალო დონის ინფექცია

მსუბუქი ან საშუალო დონის ინფექციის სიმპტომები:

  • თხიერი ფაღარათი დღეში სამჯერ ან მეტჯერ 2-3 დღის ან მეტის განმავლობაში.
  • მსუბუქი კრუნჩხვები მუცლის არეში და ტკივილი შეხებისას
  • მძიმე ინფექცია



მძიმე შემთხვევებში, ზოგიერთი ადამიანი განიცდის დეჰიდრატაციას და საჭიროებს ჰოსპიტალიზირებას. კლოსტრიდიუმ დიფიცილე იწვევს კოლინჯის ანთბას(კოლიტი), აზიანებს ქსოვილს, შედეგად შეიძლება იყოს სისხლდენა ან ჩირქოვანი გამონადენი(ფსევდომემბრანული კოლიტი). მძიმედ მიმდინარე ინფექციის სიმპტომები:

  • თხიერი ფაღრათი დღეში 10-15-ჯერ.
  • კრუნჩხვები და ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე
  • სიცხე
  • სისხლი ან ჩირქი განავალში
  • გულისრევის შეგრძნება
  • დეჰიდრირება
  • უმდაობა
  • წონის კარგვა
  • შესიება მუცლის არეში
  • თირკმლის უკმარისობა
  • სისხლის თეთრი ურედების(ლეიკოციტების) მაღალი შემცველობა



როდის მივმართოთ ექიმს
ზოგიერთ ადამიანს ანტიბიოტიკული თერაპიის დაწყების შემდეგ მოკლე პერიოდში აღენიშნება ფაშარი, გათხელებული განავალი. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კლოსტრიდიუმ დიფიცილეს ინფექციით. მიმართთ ექიმს, თუ თქვენ დღეში სამჯერ ან მეტჯერ გაქვთ თხიერი ფაღარათი და სიმპტომები გრძელდება 2 დღეზე მეტ ხანს. აგრეთვე მიმართეთ ექიმს თუ თვქვენ გაქვთ სიცხე, ძლიერი ტკივილი, კრუნჩხვები მუცლის არეში ან სისხლიანი განავალი.