კოჭლობა

დაავადების აღწერა

კოჭლობა არის ტკივილი, რომელსაც იწვევს სიხლის არასაკმარისი მიწოდება, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს. დაავადებას აგრეთვე ხანგამოშვებით კოჭლობას უწოდებენ. ამ პროცესის დროს ზიანდება ქვედა კიდურების სისხლძარღვები, თუმცა დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს მკლავებშიც.

თავდაპირველად, ტკივილის შემჩნევა ხდება მხოლოდ ვარჯიშის დროს, თუმცა კოჭლობის გაუარესებასთან ერთად, ტკივილი შესაძლოა მოსვენების პერიოდშიც იჩენდეს თავს.

ზოგჯერ კოჭლობა დაავადებადაა მიჩნეული, თუმცა ტექნიკურად ეს მდოგმარეობა დაავადების სიმპტომია. ყველაზე ხშირად, კოჭლობა, არის პერიფერიული არტერიების დაავადების სიმპტომი. ეს დაავადება სერიოზული, მაგრამ განკურნებადი პრობლემაა სისხლის მმიქცევისა. ამ დროს ქვედა კიდურებში და მკლავებში მიმავალი სისხლძარღვების სანათური შევიწროებულია.

საბედნიეროდ, მკურნდალობის შემთხვევაში შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების სტილის შენარჩუნება ტკივილის გარეშ

გამომწვევი მიზეზი

კოჭლობა პერიფერიული არტერიის დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომია. პერიფერიულია რტერიის დაავადების დროს, კიდურების სისხლით მომმარაგებელი არტერიები ზიანდება, ძირითადად ათეროსკლეროზული პროცესის გამო. ათეროსკლეროზი შესაძლოა ნებისმიერ არტერიაში განვითარდეს, განსაკუთრებით კი გულის არტერიებში. როდესაც ათეროსკლეროზი აზიანებს მკლავებსა და ქვედა კიდურებს, მას პერიფერიული არტერიული დაავადება ეწოდება.

ათეროსკლეროზული პროცესი ავიწროებს არტერიებს ხდის გამაგრებულს, დაჭიმულს. ამ პროცესის მიზეზია არტერიებში ცხიმის, ქოლესტეროლის და სხვა ნივთიერებების დაგროვება, რაც ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოშობას იწვევს. ეს ფოლაქები ავიწროვებენ არტერიებს და შედეგად სიხლძარღვებში ნაკლები სისხლი მიედინება. თქვენ განიცდით ტკივილის, რადგან თქვენი ქვედა კიდურების კუნთები არ იღებენ ჟანგბადით გამდიდრებულ საკმარის სისხლს. ჟნგბადი არის საწვავი, რომელიც ესაჭიროებათ კუნთებს შეკუმშვისთვის

ათეროსკლეროზი არ არის ერთადერთი მიზეზი კოჭლობისა. სხვა მდგომარეობები, რომლებსაც მსგავსი გამოვლინებები აქვთ შესაძლოა იყოს: სპინალური სტენოზი, პერიფერიული ნეიროპათია, საყრდენმამოძრავებელი სისტემის ზოგიერთი პრობლემა და ღრმა ვენების თრომბოზი.

სიმპტომები

კოჭლობის სიმპტომები:

  • ტკივილი ვარჯიშის დროს. თქვენ შესაძლოა იგრძნოთ ტკივილი ან დისკომფორტი ტერფების, თეძოების, ბარძაყების, წვივის ან დუნდულების არეში, იმის მიხედვით თუ რომელ არტერიაში მიმდინარეობს შევიწროება. დაავადება აგრეთვე აზიანებს მკლავებს, თუმცა ეს ძალიან იშვიათია.
  • ხანგამოშვებითი ტკივილი. ტკივილი შესაძლოა იყოს მოვლითი ხასიათის, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვენ ნაკლებად დაიტვირთებით ფიზიკურად.
  • ტკივილი მოსვენების პერიოდში. მდგოამრეობის პროგრესირებასთან ერთად, ტკივილი ქვედა კიდურების არეში შესაძლოა აღიქმებოდეს წოლის ან ჯდომის დროსაც
  • კანის შეცვლილი ფერი და დაწყლულება. თუ სისხლის მიწოდება ძალიან შემცირებულია, ფეხის ან ხელის თითებს შესაძლოა ჰქონდეთ მოლურჯო შეფერილობა და შეხებისას იყვნენ ცივები. შესაძლოა ჩამოყალიბდეს მუწუკები ქვედა კიდურებზე, ტერფებზე, ფეხის თითებზე, მკლავებზე და ხელის თითებზე



სხვა შესაძლო სიმპტომები

  • ტკივილი ან წვის შეგრძნება
  • სისუსტე
  • როდის მივმართოთ ექიმს
  • მიმართეთ ექიმს, თუ თვქვენ აღგენიშნებათ ტკივილი ქვედა კიდურებში ვარჯიშის დროს. სამედიცინო ჩარევის გარეშე, კოჭლობამ და პერიფერიული არტერიის დაავადებამ შესაძლოა დააქვეითოს თქვენი ცხოვრების ხარისხი და მიგიყვანოთ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებამდე. კოჭლობა გზღუდავთ ყოველდღიურ სოციალურ აქტივოვბებში მონაწილეობაში, ხელს გიშლით მუშაობაში და ფიზიკურ დატვირთვას აუტანელს ხდის.