კოღოს ნაკბენი
დაავადების აღწერა
კოღოს ნაკბენის შემდგომ ვითარდება ქავილის გამომწვევი ამობურცულობების გაჩენა კანზე, რომლის საშუალებითაც კოღო ადამიანის სისხლით იკვებება. უმეტეს შემთხვევაში ნაკბენი უვნებელია, თუმცა შესაძლოა აღინიშნებოდეს დიდი ზომის შესიება, ტკივილი და სიწითლე. ეს მდგომარეობა ძირითადად ბავშვებში ვითარდება.
ზოგიერთი ვირუსის ან პარაზიტის გადამტან კოღოს სერიოზული დაავადების გადატანა შეუძლია. მსოფლიოს ბევრ წერტილში ინფიცირებულ კოღოებს გადააქვთ ვესტ ნაილის ვირუსი ადამიანებზე. კოღოთი გამოწვეული სხვა დაავადებები: ყვითელი ცხელება, მალარია და თავის ტვინის ზოგიერთი ინფექცია(ენცეფალიტი).
გამომწვევი მიზეზი
ადამიანის სისხლით მდედრი კოღოები იკვებებიან. მდედრ კოღოებს აღენიშნებათ ნესტარი, რათა მან შეაღწიოს კანში და გამოწოვოს სისხლი. მამრ კოღოებს არ აღენიშნებათ სისხლის გამოწოვის მსგავსი შესაძლებლობა, რადგანაც ისინი არ დებენ კვერცხებს და არ ესაჭიროებათ ცილა სისხლში.
ადამიანის სისხლით გამოკვების შემდეგ, კოღო თვის ნერწყვს უშვებს ადამიანის კანში. ნერწყვში შემავალი ცილები იწვევენ იმუნური სისტემის მსუბუქ პასუხს, რაც განაპირობებს ჩვეულ ქავილსა და ამობურცულობას.
სიმპტომები
ადამიანების უმრავლესობა საერთოდ ვერ ამჩნევს კოღოს ნაკბენს. რამოდენიმეჯერ კბენის შემდგომ, მოსალოდნელია მდგომარეობის შემჩნევა კოღოს კბენისთანავე. სიმტომები:
- შესიებული, თეთრი ამობურცულობა, რომელიც კბენის შემდგომ რამოდენიმე წუთსი ვითარდება.
- გამაგრებული, ქავილის გამომწვევი მოყავისფრო მოწითალი ამობურცულობები, რომლებიც ვითარდება კბენიდან 1 ან მეტი დღის შემდგომ
- შესიება ნაკბენის გარშემო
- მცირე ზომის ბუშტუკები გამაგრებული ამობურცულობების მაგივრად
- მუქი ფერის ლაქები, რომლებიც წააგავს ჩალურჯებებს
იმუნური სისტემის პრობლემების მქონე ბავშვებში შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები:
- დიდი ზომის შესიება და სიწითლე
- ტემპერატურის ოდნავი მომატება
- გამონაყარი
- ლიმფური კვანძების შესიება
როდის მივმართოთ ექიმს
იმ შემთხვევაში, თუ კოღოს კბენა დაკავშირებულია სერიოზულ სიმპტომებთან, როგორიცაა სიცხე, თავისტკივლი და სხეულის სხვა ნაწილების ტკივილი, მიმართეთ ექიმს.