კომა

დაავადების აღწერა

კომა ცნობიერების დაკარგვით მიმდინარე ხანგრძლივი მდგომარეობაა, რომელსაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ტრავმა, ინსულტი, თავის ტვინის სიმსივნე, მედიკამენტური ან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ან დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ინფექცია.

კომა გადაუდებელი მდგომარეობაა. სწრაფი ჩარევა აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ტვინის ფუნქციის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. ექიმები იღებენ სისხლის ტესტებსა და ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რათა განსაზღვრონ კომის ზუსტი მიზეზი, შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად.

კომა იშვიათად გასტანს რამდენიმე კვირაზე მეტს. პაციენტები, რომელთაც ცნობიერება დაკარგული აქვთ ხანგრძლივად, გადადიან პერსისტენტულ ვეგეტაციურ მდგომარეობაში. კომის მიზეზის გათვალისწინებით, პერსისტენტული ვეგეტაციური მდგომარეობიდან 1 წლის შემდეგ გამოსვლა თითქმის შეუძლებელია.

გამომწვევი მიზეზი

კომას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად:

  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანება. ასეთ დაზიანებებს ხშირად ავტოავარიები ან ძალადობრივი ქმედება იწვევს და ხშირად რთულდება კომით.
  • ინსულტი. თავის ტვინის შემცირებული ან არარსებული სისხლმომარაგება (ინსულტი), რომელსაც არტერიის დაბლოკვა ან გახეთქვა იწვევს, შესაძლოა გართულდეს კომით.
  • სიმსივნეები. თავის ტვინის ან ტვინის ღეროს სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს კომა.
  • დიაბეტი. დიაბეტიან პაციენტებში, როცა სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან მაღალი ან დაბალია, შესაძლოა მოხდეს ინსულტი ან გართულდეს მდგომარეობა კომით.
  • ჟანგბადის ნაკლებობა. ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ დახრჩობისას ან რეანიმაციით გადაურჩნენ მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილს, შესაძლოა აღმოჩნდნენ კომატოზურ მდგომარეობაში, ტვინში განვიტარებული ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად.
  • ინფექციები. ინფექციები, როგორიცაა ენცეფალიტი ან მენინგიტი იწვევს შესიებას (ანთებას) ტვინში, ზურგის ტვინსა და სხვა ქსოვილებში. ამ ინფექციების გართულებული შემთხვევები იწვევენ ტვინის დაზიანებას ან კომას.
  • გულყრა. ხანგრძლივმა გულყრამ შესაძლოა კომა გამოიწვიოს.
  • ტოქსინები. ტოქსინები, როგორიცაა ნახშირბადის მონოქსიდი ან ტყვია, იწვევენ ტვინის დაზიანებასა და კომას.
  • მედიკამენტები, ნარკოტიკები და ალკოჰოლი. ნარკოტიკების ან ალკოჰოლის დოზის გადაჭარბება შესაძლოა გართულდეს კომით.

სიმპტომები

კომას ახასიათებს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • დახუჭული თვალები
  • დაქვეითებული რეფლექსები ტვინის ღეროში, როგორიცაა გუგების რეაქცია სინათლეზე
  • კიდურების რეაქციების არარსებობა, გარდა რეფლექსური მოძრაობებისა
  • რეაქციის არარსებობა მტკივნეულ გამღიზიანებელზე, გარდა რეფლექსური მოძრაობებისა
  • არარეგულარული სუნთქვა



როდის მივმართოთ ექიმს

კომა გადაუდებელი მდგომარეობაა. გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.