კონვერსიული აშლილობა
დაავადების აღწერა
მაგალითად, შესაძლოა პაციენტი გადმოვარდეს ცხენიდან, მაგრამ არაფერი დაუზიანდეს. ამის მიუხედავად, იგი გრძნობს ფეხის პარალიზებას. კონვერსიული აშლილობის ნიშნები ფიზიკური მიზეზით არაა გამოწვეული და მათი კონტროლი საკმაოდ რთულია.
ნიშნები და სიმპტომები ძირითადად ეხება მოძრაობის უნარსა და შეგრძნებებს, როგორიცაა სიარული, ყლაპვა, მხედველობა ან სმენა. კონვერსიული (სომატოფორმული) აშლილობის სიმპტომები განსხვავდება სიძლიერითა და ხანგრძლივობით. შედეგი უკეთესია ბავშვებში, ვიდრე მოზარდებსა და მოზრდილებში. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პაციენტთა უმრავლესობა უმჯობესდება დროული და სწორი მკურნალობის ფონზე.
გამომწვევი მიზეზი
კონვერსიული აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ნაწილობრივ შესაძლოა თავის ტვინის მიერ კუნთებისა და შეგრძნებების მაკონტროლირებელი ცენტრების აშლილობა იყოს. რეაქცია შესაძლოა გამომდინარეობდეს თავის ტვინის მიერ საფრთხის წინაარმდეგ განვითარებული პასუხიდან.
სიმპტომები
კონვერსიული აშლილობის სიმპტომები ჩნდება სტრესული სიტუაციის ან ტრავმის შემდეგ, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრავმა. ნიშნები, რომლებიც ეხება მოძრაობით ფუნქციას:
- სისუსტე ან პარალიზი
- პათოლოგიური მოძრაობა, კანკალი, სიარულის გაძნელება
- ბალანსის დაკარგვა
- ყლაპვის გაძნელება ან სისავსე ყელში
- გულყრა
გათიშვის ეპიზოდი
ნიშნები, რომლებიც ეხება შეგრძნებებს:
- დაბუჟება ან შეხების მგრძნობელობის დაკარგვა
- მეტყველების პრობლემა, როგორიცაა საუბრის უნარის დაკარგვა ან შენელება
- მხედველობის პრობლემები– გაორებული ხედვა ან სიბრმავე
- სმენის პრობლემები ან სიყრუე
როდის მივმართოთ ექიმს
უჯობესია მაშინვე მიმართოთ ექიმს, როცა ეჭვს მიიტანთ, რომ სიმპტომები და ნიშნები კონვერსიული აშლილობის გამოწვეული შეიძლება იყოს. თუ სიმპტომის მიზეზი რაიმე ნამდვილი, ფიზიკური დაავადებაა, ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა აუცილებელია. თუ დიაგნოზი კონვერსიული აშლილობაა, ადრეული ფსიქოლოგიური დახმარება შესაძლოა დაგეხმაროთ სიმპტომების შემსუბუქებასა და მომავალში მსგავსი ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად.