კორონარული არტერიების დაავადება

დაავადების აღწერა

კორონარული არტერიების დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც გულის სისხლით, ჟანგბადითა და საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი სიხლსძარღვები- კორონარული არტერიები ავადდება ან ზიანდება. ქოლესტეროლის შემცველი ნადებები(ფოლაქები) არტერიებში და ანთება ყველაზე ხშირი მიზეზია ამ დაავადებისა.

ფოლაქების დაგროვება იწვევს კორონარული არტერიების შევიწროებას და შედეგად გულს მიეწოდება ნაკლები რაოდენობით სისხლი. სისხლის შემცირებულმა დინებამ შესაძლოა გამოიწვიოს მკერდის ტკივილი(ანგინა), სუნთქვის უკმარისობა ან რაიმე სხვა სიმპტომი. არტერიის სრული დახშობა იწვევს გულის შეტევას.

რადგანაც კორონარული არტერიების დაავადება, ხშირად, ათწლეულების განმავლობაში ტალიბდება, იგი შესაძლოა იყოს შეუმჩნევბელი გულის შეტევის განვითარებამდე. თუმცა არსებობს ბევრი გზა, რათა თავიდან ავირიდოთ კორონარული არტერიების დაავადება. უპირველესი გზა არის ჯანმრთელი ცხოვრების წესი.

გამომწვევი მიზეზი

კორონარული არტერიების დაავადება ამ სისხლძარღვების შიდა კედლის დაზიანებით იწყება. ზოგჯერ პროცესი ბავშვობიდან იღებს სათავეს. დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს ბევრი ფაქტორით, მათ შორის:

  • მოწევა
  • მაღალი წნევა
  • ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა
  • დიაბეტი ან რეზისტენტულობა ინსულინზე
  • მკერდის სხივური თერაპია
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი



არტერიის შიდა კედლის დაზიანების შემდგომ ქოლესტეროლის და სხვა ნარჩენი პროდუქტების შემცველი ცხიმოვანი დეპოები(ფოლაქები) გროვდება დაზიანების ადგილას, ამ პროცესს ათეროსკლეროზი ეწოდება. თუ ფოლაქების ზედაპირის მთლიანობა დაირღვევა, სისხლის უჯრედები-თრომბოციტები გროვდებიან დაზიანების ადგილას, რათა აღადგინონ იგი. ამ გროვას შეუძლაი დაახშოს არტერია და გამოიწვიოს გულის შეტევა.

სიმპტომები

შევიწროებული კორონარულ იარტერეიბი ვერ ამარაგებენ გულს საკმარისი ჟანგბადით გაჯერებული სისხლით, ეს პროცესი განსაკუთრებით თავს იჩენს მაშინ, როდესაც გულისცემა არის გახშირებული, მაგალითად ვარჯიშის დროს. თავდაპირველად, სისხლის არასათანადო მიწოდებამ შესაძლოა არ გამოიწვიოს რაიმე სიმპტომი. თუმცა ფოლაქების დაგროვებასთა ერთად შესაძლოა განვითარდეს კორონარული არტერიების დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:

  • მკერდის ტკივილი(ანგინა). თქვენ შესაძლოა იგრძნოთ ზეწოლა ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის არეში. ტკივილის ეს ფორმა, რომელსაც ანგინა ეწოდება, ძირითადად გამოწვეულია ფიზიკური ან ემოციური სტრესით. ტკივილი ძირითადად ჩერდება სტრესული აქტივობის დასრულებიდან რამოდენიმე წუთში. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, განსაკუთრებით ქალებში, ტკივილი შესაძლოა იყოს გაკვრითი და გამჭოლი და მომდინარეობდეს მუცლის, ზურგის ან მკლავის არედან.
  • სუნთქვის უკმარისობა. თუ გული ვერ ახერხებს ორგანიზმის მოთხოვნის შესაბამისად საკმარისი სისხლის გადასროლას, შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის უკმარისობა ან ძლიერი დაღლილობა ფიზიკური დატვირთვის პირობებში.
  • გულის შეტევა. სრულად დახშობილი კრონარული არტერია იწვევს გულის შეტევას. გულის შეტევის კლასიკური სიმპტომები მოიცავს დარტყმითი სახის ზეწოლის შეგრძნებას მკერდში და ტკივილს მხრისა და მკლავის არეში. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება სუნთქვის უკმარისობა და ოფლიანობა. ქალებს, ხშირად, გულის შეტევის დროს არადამახასიათებელი სიმპტომები უვითარდებათ, როგორიცაა გულსირევის შეგრძნება და ზურგის ან ყბის ტკივილი. ზოგჯერ გულის შეტევა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს 


როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გაქვთ გულის შეტევა, სასწრაფოთ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება. თუ თქვენ არ გაქვთ წვდომა სამედიცინო სერვისთან, თხოვეთ ვინმეს მიგიყვანოთ უახლოს სამედიცინო პუნქტთან. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ თავად დაჯდეთ საჭესთან

თუ თქვენ აღგენიშნებათ კორონარული არტერიის დაავადების განვითარების რისკ ფაქტორები, როგორიცაა მაღალი წნევა, ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა, თამბაქოს მოწევა, დიაბეტი ან ჭარბი წონა, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს ანალიზების გაკეთბა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ აღგენიშნებათ შევიწროებული არტერიების სიმპტომები. მაშინაც კი, როდესაც კორონარული არტერიის დაავადება ჯერ არ განვითრებულა, ექიმმა რისკ ფაქტორების შესამცირებლად და დაავადების თავიდან ასარიდებლად შესაძლოა დანიშნოს ინტენსიური მკუნრალობა. მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტირება ხელს უშლის კორონარული არტერიების დაავადების პროგრესირებას და გულის შეტევის განვითარებას.