კორონარული არტერიის სპონტანური დისექცია
დაავადების აღწერა
კორონარული არტერიის სპონტანური დისექცია არის იშვიათი, სასწრაფო მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ერთი ან მეტი კორონარული არტერიის განშრევება.
კორონარული არტერიის სპონტანურ დისექციას შეუძლია შეამციროს ან შეაჩეროს გულისკენ სისხლდენა, რაც გამოიწვევს გულის შეტევას, გულის რიტმის პათოლოგიებს და უეცარ სიკვდილს.
კორონარული არტერიის სპონტანური დისექცია უფრო ხშირად გვხვდება 30-50 წლის ადამიანებში, თუმცა იგი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს განუვითარდეს. ადამიანები, რომლებსაც უვითარდებათ კორონარული არტერიის სპონტანური დისექცია, ხშირად ჯანმრთელები არ არიან და არ აქვთ გულის დაავადების რისკ ფაქტორები, მაგალითად სისხლის მაღალი წნევა და დიაბეტი.
ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის გარეშე კორონარული არტერიის სპონტანურმა დისექციამ შეიძლებაუეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. სასწრაფოდ დარეკეთ სასწრაფოში, თუ გაქვთ გულის შეტევის ნიშნები – მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ არ ხართ გულის შეტევის რისკის ქვეშ.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია რა იწვევს კორონარული არტერიის სპონტანურ დისექციას.
კორონარული არტერიის სპონტანური დისექცია იწვევს არტერიის ზედაპირულ გაგლეჯას. ამ დროს სისხლი გროვდება არტერიის შიგნითა და გარეთა ნაწილებს შორის. დაგროვილი სისხლის ზეწოლას შეუძლია გაახანგრძლივოს გაგლეჯვის ხანგრძლივობა. შრეებს შორის დაგროვილ სისხლს აგრეთვე შეუძლია წარმოქმნას თრომბი.
კორონარული არტერიის სპონტანური დისექცია იწვევს გულისკენ სისხლის მიმოქცევის შემცირებას, რაც აიძულებს გულს უფრო ძლიერად იმუშავოს. სისხლის მიმოქცევის სრული შეჩერების შემთხვევაში გულის კუნთი მოკვდება (გულის შეტევა).
სიმპტომები
კორონარული არტერიის სპონტანური დისექციის ნიშნები და სიმპტომებია:
- მკერდის ტკივილი
- სწრაფი გულისცემა ან გულის ფრიალის შეგრძნება
- ტკივილი მხარში, ბეჭში ან ყბაში
- სუნთქვის უკმარისობა
- ოფლიანობა
- უჩვეულო, ძლიერი სისუსტე
- გულისრევა
- პირღებინება
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ მკერდის ტკივილი ან ეჭვი გაქვთ გულის შეტევაზე, სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება. თუ ტელეფონთან წვდომა არ გაქვთ, თხოვეთ ვინმეს მიგიყვანოთ საავადმყოფოში. საჭესთან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაჯექით.