კოსტოქონდრიტი

დაავადების აღწერა

კოსტოქონდრიტი ეწოდება ანთებას ხრტილისა, რომელიც ნეკნს მკერდის ძვალთან(სტერნუმი) აკავშირებს. კოსტოქონდრიტით გამოწვეული ტკივილი შესაძლოა წააგავდეს გულის შეტევით ან გულის სხვა პათოლოგიით გამოწვეულ ტკივილს.

კოსტოქონდრიტს ზოგჯერ გულმკერდის კედლის ტკივილს, კოსტოსტერნალურ სინდრომს ან კოსტოსტერნალურ ქონდროდინიას უწოდებენ. ზოგჯერ, ტკივილს თან ახლავს შეშუპება(ტიეცეს სინდრომი)

კოსტოქონდრიტის თვალსაჩინო მიზეზი, როგორც წესი არ არსებობს. მკურნალობა ორიენტირებულია ტკივილის შემცირებაზე, სანამ მდგომარეობა თვისით არ გაუმჯობესდება. ანთების ჩახსობას შესაძლოა კვირები ან მეტი დასჭირდეს.

კოსტოქონდრიტი ძირითადად თავისით იკურნება, თუმცა ის შესაძლოა გაგრძელდეს კვირები ან მეტი. მკურნალობა ორიენტირებულია ტკივილის შემსუბუქებაზე.

გამომწვევი მიზეზი

კოსტოქონდრიტის ზუსტი მიზეზები უცნობია. კოსტოქონდრიტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ტრავმული დაზიანება. მკერდის დარტყმიი ტრავმული დაზიანება არის ერთ-ერთი მაგალითი
  • ფიზიკური დაძაბულობა. სიმძიმეების აწევა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და ძლიერი ხველა შესაძლოა უკვაშირდებოდეს კოსტოქონდრიტს.
  • ართრიტი. კოსტოქონდრიტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს კონკრეტულ პათოლოგიებთან, როგორიცაა ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი
  • სახსრის ინფექცია, ვირუსები, ბაქტერიები და სოკოები- შესაბამისად ტუბერკულოზი, სიფილისი და ასპერგიოლზი შესაძლოა იწვევდენნ ნეკნის სახსრების ანთებას.
  • სიმსივნეები. კეთილთვისებიანმა და ავთვისებიანმა სიმსივნეებმა შესაძლოა გამოიწვიონ კოსტოქონდრიტი. კიბოს უჯრედები სახსარში შესაძლოა გავრცელდნენ ორგანიზმის სხვა ნაწილებიდან, მათ შორის მკერდიდან, ფარისებრი ჯირკვლიდან ან ფილტვიდან.

სიმპტომები

კოსტოქონდრიტთან დაკავშირებული ტკივილი ძირითადად:

  • მდებარეობს მკერდის ძვლის მარცხენა მხარეს
  • არის გამჭოლი ან ზეწოლისმაგვარი
  • გვხვდება ერთზე მეტი ნეკნის არეში
  • უარესდება ღრმა ჩასუნთქვისას ან ხველისას



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თვენ აღგენიშნებათ მკერდის ტკივილი, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა გამირიცხოს სიციცხლისთვის საშიში მდგომარეობები, როგორიცაა გულის შეტევა.