კრიოგლობულინემია
დაავადების აღწერა
კრიოგლობულინემია ძირითადად 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში ვითარდება. პაციენტთა უმრავლესობას სიმპტომები არ აქვს. თუ გაქვთ საშუალო ან მძიმე მდგომარეობა, შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვების დაცობა და კანის, სახსრების, კუნთების, ნერვების, თირკმელების ან ღვიძილს დაზიანებები. დაავადების მსვლელობა სხვადასხვაგვარია, სიმძიმის მიხედვით. სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს და გაქრეს. ზოგიერთ პაციენტში, სიცივე იწვევს გამწვავებებს.
უცნობია, ზუსტად რა იწვევს კრიოგლობულინემიას. შესაძლოა მდგომარეობა ასოცირებული იყოს სხვა დაავადებებთან, როგორიცაა C ჰეპატიტი, მრავლობითი მიელომა და აუტოიმუნური დაავადებები.