კრიპტოსპორიდიოზი
დაავადების აღწერა
ჯანმრთელ ადამიანებში, ინფექცია იწვევს ფაღარათს და თავად გაივლის 1–2 კვირაში. თუ გაქვთ იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება, კრიპტოსპორიდიოზი შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიშიც კი იყოს, დროული მკურნალობის გარეშე.
შეგიძლიათ აიცილოთ თავიდან კრიპტოსპორიდიოზი, ჰიგიენის დაცვითა და წყლის აუზებში ჩაყლაპვის, პარკებში, ტბებსა და ნაკადულებში დალევის თავის არიდებით.
გამომწვევი მიზეზი
კრიპტოსპორიდიოზი იწყება, როცა ორგანიზმში შეაღწევს მცირე ზომის, ერთუჯრედიანი პარაზიტი–კრიპტოსპორიდიუმი. პარაზიტის ზოგიერთი სახეობა იწვევს უფრო მძიმე დაავადებას.
ეს პარაზიტები მიდიან მომნელებელ სისტემამდე, სადაც შეგროვდებიან ნაწლავების კედლებში, წარმოქმნიან მეტ მიკროორგანიზმებს და დიდი რაოდენობით გამოიყოფიან განავლით, რაც შესაძლოა გახდეს სხვების დაინფიცირების წყარო.
შესაძლოა დაინფიცირდეთ ნებისმიერ ზედაპირთან კონტაქტით, რომელიც დაინფიცირებული განავლითაა დაბინძურებული. ასეთი შემთხვევებია:
- კრიპტოსპორიდიუმით დაბინძურებული წყლის მიღება
- დაბინძურებულ წყალში ცურვა, შემთხვევით წყლის ჩაყლაპვა
- უმი, დაბინძურებული საკვები, რომელიც შეიცავს პარაზიტს
- ხელის პირში ჩადება, თუ ხელით მანამდე შეეხეთ დაბინძურებულ ზედაპირს ან ნივთს
- ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანებთან ან ცხოველებთან–განსაკუთრებით განავალი. ასე პარაზიტი გადადის ინფიცირებულ ზედაპირზე შეხებით და შემდეგ პირის ღრუში მოხვედრით.
- თუ გაქვთ იმუნოდეფიციტი, მაგალითად აივ/შიდსი, თქვენ გაქვთ კრიპტოსპორიდიოზის გაზრდილი რისკი, ჯანსაღი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან შედარებით. აივ/შიდსიანი პაციენტები ავითარებენ მძიმე სიმპტომებს და ქრონიკულ, ხანგრძლივ დაავადებას, რომლის მკურნალობაც განსაკუთრებით რთულია.
გამძლე პარაზიტები
კრიპტოსპორიდიუმის პარაზიტი ადამიანებში ფაღარათის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიკროორგანიზმია. პარაზიტი რთული მოსაშორებელია, რადგან იგი რეზისტენტულია ქლორის შემცველ დეზინფექციის საშუალებების მიმართ და უძლებს სხვადასხვა ფილტრს. კრიპტოსპორიდია ასევე ძლებს განსხვავებული ტემპერატურის გარემოში, მრავალ თვეს, თუმცა პარაზიტი შესაძლოა განადგურდეს ადუღებით ან გაყინვით.
სიმპტომები
კრიპტოსპორიდიოზის პირველი ნიშნები და სიმპტომები ჩნდება ინფიცირებიდან ერთ კვირაში და მოიცავს:
- თხიერი ფაღარათი
- გაუწყლოება
- უმადობა
- წონაში კლება
- კუჭის ტკივილი ან კრუნჩხვითი მოვლა
- სიცხე
- გულისრევის შეგრძნება
- ღებინება
სიმპტომები გასტანს დაახლოებით ორ კვირას, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს და გაქრეს ერთი თვის განმავლობაშიც, ჯანმრთელ ადამიანებშიც კი. ზოგიერთ ინფიცირებულს არ აქვს არანაირი სიმპტომი.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ფაღარათი, რომელიც რამდენიმე დღეში არ გამოსწორდა.