კუჭის კიბო
დაავადების აღწერა
კუჭის კიბო არის სიმსივნე, რომელიც ვითარდება კუჭში. კუჭი არის კუნთოვანი ორგანო, რომელიც მდებარეობს მუცლის შუა ზედა ნაწილში, ნეკნების ქვეშ. კუჭში მონაწილეობს საკვების დაშლასა და მონელებაში.
ტერმინი კუჭის კიბო ხშირად გულისხმობს კიბოს, რომელიც იწყებს კუჭის შიგნითა გარსის ლორწოს წარმომქმნელი უჯრედებიდან (ადენოკარცინომა). ადენოკარცინომა არის კუჭის კიბოს ყველაზე ხშირი ფორმა.
კუჭის კიბო იშვიათია ა.შ.შ-ში და მისი შემთხვევებში წლიდან წლამდე მცირდება. კუჭის კიბო ბევრად უფრო გავრცელებულია მსოფლიო სხვას ნაწილებში, განსაკუთრებით ჩინეთში და იაპონიაში.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა ზუსტად არ იციან რა იწვევს კუჭის კიბოს. არსებობს ძლიერი კავშირი შებოლილ, მარილიან ან დამჟავებულ საკვების მიღებასა და კუჭის კიბოს შორის. მსოფლიოს მაშტაბით საჭმლის შესანახად მაცივრების გამოყენებამ შეამცირა კუჭის კიბოს შემთხვევები.
ზოგადად, სიმსივნე ვითარდება, როდესაც უჯრედის დნმ-ში ხდება მუტაცია. ამ მუტაციის შედეგად უჯრედი იზრდება და იყოფა მაშინ, როდესაც ჯანმრთელი უჯრედი მოკვდებოდა. დაგროვილი სიმსივნური უჯრედები წარმოქმნიან კიბოს, რომელსაც შეუძლია დააზიანოს გარშემომყოფი სტრუქტურები. სიმსივნური უჯრედები აგრეთვე შეიძლება მოწყდნენ კერას და გავრცელდნენ სხეულში.
კუჭის კიბოს ფორმები
კუჭის კიბოს ფორმა დამოკიდებულია სიმსივნის წარმომქნელ უკრედზე. კუჭის კიბოს ფორმებია:
- კიბო, რომელიც ვითარდება ჯირკვლოვანი უკრედებიდან (ადენოკარცინომა). ჯირკვლოვანი უჯრედები ამოფენენ კუჭს და წარმოქმნიან ლორწოს, რომელიც იცავს კუჭის გარსს მჟავის დამაზიანებელი მოქმედებისგან. ადენოკარცინომა კუჭის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
- კიბო, რომელიც ვითარდება იმუნური სისტემის უჯრედებიდან (ლიმფომა). კუჭის კედელი შეიცავს მცირე რაოდენობით იმუნურ უჯრედებს. კუჭის ლიმფომა იშვიათია.
- კიბო, რომელიც ვითარდება ჰორმონის წარმომქმნელი უჯრედებიდან (კარცოინოიდული კიბო). კუჭის კარცინოიდული კიბო იშვიათია.
- კიბო, რომელიც ვითარდება ნერვული სისტემის ქსოვილებიდან. საჭმლის მომნელებელი სისტემის შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნეები იწყება კუჭში არსებული ნერვული უჯრედებიდან. კიბოს ეს ფორმა იშვიათია.
იმის გამო, რომ კუჭის კიბოს სხვა ფორმები იშვიათია, ტერმინ ‘კუჭის კიბოს’ ქვეშ უმეტესად იგულისხმება ადენოკარცინომა.
სიმპტომები
კუჭის კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:
- დაღლილობა
- შებერილობის შეგრძნება ჭამის შემდეგ
- დანაყრების შეგრძნება ცოტა საკვების მიღებისას
- მწვავე და ხანგრძლივი გულძმარვა
- კუჭის მწვავე აშლილობა
- ხანგრძლივი და უმიზეზო გულძმარვა
- კუჭის ტკივილი
- ხანგრძლივი პირღებინება
- წონაში უმიზეზო კლება
როდის მივმართეთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი. ექიმი პირველ რიგში ამ სიმპტომების სხვა, უფრო ხშირ მიზეზებს გამორიცხავს.