კუჭის პოლიპები

დაავადების აღწერა

კუჭის პოლიპები უჯრედების გროვები, რომლებიც იზრდება კუჭის შიგნითა გარსზე. კუჭის პოლიპები იშვიათია.

კუჭის პოლიპები არ იწვევენ ნიშნების და სიმპტომების გაჩენას. პოლიპების აღმოჩენა ძირითადად სხვა მიზეზით ჩატარებული გამოკვლევების დროს ხდება.

კუჭის პოლიპების უმეტესობა არასიმსივნურია, თუმცა მათი ზოგიერთი ფორმა ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკს. ამის გამო კუჭის პოლიპებს ყოველთვის ამოკვეთენ.

გამომწვევი მიზეზი

კუჭის პოლიპები წარმოიქმნება კუჭის გარსის ანთების ან სხვა დაზიანების საპასუხოდ. კუჭის პოლიპების ხშირი ფორმებია:

  • ჰიპერპლასტიური პოლიპები, რომლებიც წარმოიქმნება კუჭის ამომფენი გარსის უჯრედების ქრონიკული ანთების საპასუხოდ. ჰიპერპლასტიური პოლიპები კუჭის ანთების (გასტრიტი) მქონე ადამიანებში. ეს კავშირი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰელიკობაქტერ პილორისთან, რომელიც აინფიცირებს კუჭის შიგნითა გარსს. ჰიპერპლასტიური პოლიპების უმეტესობა არ გარდაიქმნება კუჭის კიბოდ, თუმცა 2 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის მქონე პოლიპებს უფრო დიდი რისკი აქვთ სიმსივნედ გარდაქმნის.
  • კუჭის ძირის ჯირკვლოვანი პოლიპები, რომლებიც წარმოიქმნება კუჭის შიგნითა ზედაპირის ჯირკვლოვანი უჯრედებიდან. კუჭის ძირის ჯირკვლოვანი პოლიპები გვხვდება იშვიათი თანდაყოლილი დაავადების, ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის დროს და სიმსივნის რისკის გამო მათი ამოკვეთა ხდება ყველა შემთხვევაში.
  • კუჭის ძირის ჯირკვლოვანი პოლიპები ხშირია ადამიანებში, რომლებიც იღებენ კუჭის მჟავიანობის შესამცირებელ პრეპარატებს (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები). კუჭის ძირის ჯირკვლოვანი პოლიპები საშიშია მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი დიამეტრი 1 სანტიმეტრზე მეტია. სიმსივნის რისკი მაინც მცირეა ამ დროს, თუმცა ზოგიერთი ექიმი რეკომენდაციას უწევს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტას, პოლიპის ამოკვეთას ან ორივეს ერთად.
  • ადენომები, რომლებიც წარმოიქმნებიან კუჭის ამომფენი გარსის ჯირკვლოვანი უჯრედებიდან. ადენომები პოლიპების ყველაზე იშვიათი ფორმაა, თუმცა მათ ყველაზე დიდი რისკი აქვთ კუჭის კიბოდ გარდაქმნის. ადენომები დაკავშირებულია გასტრიტთან და ოჯახურ ადენომატოზურ პოლიპოზთან.

სიმპტომები

კუჭის პოლიპები არ იწვევენ ნიშნების და სიმპტომების გაჩენას. კუჭის პოლიპის ზრდასთან ერთად, მის ზედაპირზე შეიძლება გაჩნდეს ღია წყლულები. იშვიათად, პოლიპი ბლოკავს კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის გასავალს.

თუ გაქვთ კუჭის პოლიპი, შეიძლება აღგენიშნოთ:

  • მუცელზე დაჭერისას ტკივილი ან მგრძნობელობის მომატება
  • სისხლდენა
  • ანემია



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.