კუჭის ტკივილი (წყლულის გარეშე)
დაავადების აღწერა
კუჭის ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული წყლულოვანი დაავადებით, ხშირად მოუნელებლობის შედეგია, რომელსაც კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ აქვს. ასეთ ტკივილს ფუნქციურ დისპეპსიასაც უწოდებენ.
კუჭის ტკივილი ხშირია და ხანგრძლივდება. ფუნქციური დისპეპსიის ტკივილის სიმპტომები გავს წყლულოვან დაავადებას, როგორიცაა ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა არეში, შებერილობა, აირები, გულისრევა.
გამომწვევი მიზეზი
ხშირად, უცნობია, რა იწვევს კუჭის ტკივილს. ექიმები ამ სიმპტომს ფუნქციურ მოშლილობად განიხილავენ, ანუ, სპეციფიკური დაავადების დასახელება შეუძლებელია.
სიმპტომები
ნიშნები და სიმპტომებია:
- წვის, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზედა არეში ან გულმკერდის ქვემოთ, ზოგჯერ გაივლის საკვების ან მჟავას საწინააღმდეგო მედიკამენტების ფონზე
- შებერილობა
- აირები
- ადრეული დანაყრება
- გულისრევა
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე ხანგრძლივი ნიშანი ან სიმპტომი, რომელიც გაშფოთებთ.
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ:
- სისხლიანი პირნაღები მასა
- მუქი ფერის განავალი
- სუნთქვის უკმარისობა
- ტკივილი, რომელიც ვრცელდება ყბაზე, კისერზე ან ხელზე