კუდუსუნის ხვრელი

დაავადების აღწერა

კუდუსუნის ხვრელი წარმოადგენს თანდაყოლილ დეფექტს, რომელიც წარმოდგენილია წელის კანზე. ხვრელი, როგორც წესი, მდებარეობს დუნდულებს შორის არსებული ნაკეცების თავზე. შემთხვევების უმრავლესობა უვნებელია და არ საჭიროებს რაიმე სამედიცინო ჩარევას.

კუდუსუნის ხვრელებს, რომლებსაც თან ახლავთ თმის კონა, კანის გროვა ან კანის ფერის ცვლილებები ახლომახლო, შესაძლოა უკავშირდებოდნენ ზურგის ტვინის ან ხერხემლის მძიმე დაავადებებს. ამ დროს, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რადოილოგიური გამოკვლევა. პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

გამომწვევი მიზეზი

კუდუსუნის ხვრელი თანდაყოლილი დაავადებაა. მიზეზები უცნობია.

სიმპტომები

კუდუსუნის ხვრელი წარმოდგენილია წელის კანზე, დუნდულებს შორის არსებული ნაკეცის ზემოთ.