კუნთის კრუნჩხვები

დაავადების აღწერა

კუნთის კრუნჩხვა(სპაზმი) წარმოადგენს ერთი ან მეტი კუნთის უცაბედ, უნებლიე შეკუმშვას. თუ თქვენ ძილის დროს ოდესმე გაუღვიძებიხართ კუნთის სპაზმს, თქვენ იცით თუ რაოდენ მტკივნეულია ეს მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ კრუნჩხვები ძირითადად უვნებელია, მდგომარეობა, ზოგჯერ, შეუძლებელს ხდის დაზიანებული კუნთის გამოყენებას.

ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით ცხელ ამინდებში, იწვევს კუნთის სპაზმებს. კუნთის კრუნჩხვებს ზოგიერთი დაავადება და მედიკამენტიც განაპირობებს. მდგოამრეობის მკურნალობა, როგორც წესი, სახლის პირობებშიცაა შეასძლებელი.

გამომწვევი მიზეზი

კუნთის ზედმეტი გამოყენება, დეჰიდრატაცია, კუნთის დაჭიმვა ან ერთ პოზიციაში დიდხანს ყოფნა – ყველაფერი ეს შესაძლოა გახდეს კუნთის კრუნჩვების მიზეზი. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, კუნთის სპაზმის მიზეზები უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ კუნთის კრუნჩვები, ძირითადად, უვნებელია, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა უკავშირდებოდს კონკრეტულ გამომწვევ მდგომარეობას, როგორიცაა:

  • სისხლით არასაკმარისი მომარაგება. ქვედა კიდურების სისხლით მომმარაგებელი არტერიების შევიწროება(კიდურების არტეროისკლეროზი) იწვევს კრუნჩვისმაგვარ ტკივილს ქვედა კიდურებსა და ტერფებში ფიზიკური დატვირთვის დროს. სპაზმური ტკივილი, როგორც წესი, ქრება ვარჯიშის შეწყვეტის შემდგომ.
  • ნერვზე ზეწოლა. ხერხემლის ნერვზე ზეწოლამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩვისთვის დამახასიათებელი ტკივილი ქვედა კიდურებში. ტკივილი, როგორც წესი, უარესდება სიარულთან ერთად. მსუბუქად მოხრილ პოზიციაში სიარულმა, როგორც მაღაზიის პროდუქტების ეტლის ტარების დროს, შესაძლოა შეანელოს სიმტპმების განვითარება.
  • მინერალების გამოლევა. კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის მცირე არასათანადო შემცველობა თქვენს საკვებ რაციონში იწვევს ფეხის კუნთების სპაზმებს. შარდმდენები – მედიკამენტები, რომლებსაც ექიმები სისხლის მაღალი წნევისთვის გამოწერენ – ასევე იწვევენ ამ მინერალების დაკარგვას.

სიმპტომები

კუნთის კრუნჩხვების უმრავლესობა ვითარდება ქვედა კიდურის კუნთებში, განსაკუთრებით კანჭის კუნთებში. გარდა უცაბედი, მჭრელი ტკივილისა, თქვენ შესაძლოა იგრძნოთ ან დაინახოთ გამაგრებული ამობურცულობა დაზიანებული კუნთის კანქვეშ.

როდის მივმართოთ ექიმს

კუნთის კრუნჩვები, როგორც წესი, თავისით გაივლის და არ არის იმდენად სერიოზული, რომ საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას. თუმცა მიმართეთ ექიმს, თუ კრუნჩვები:

  • იწვევს სერიოზულ დისკომფორტს
  • უკავშირდება ქვედა კიდურის შესიებასმ სიწითლეს ან კანის ცვლილებებს
  • უკავშირდება კუნთის სისუსტეს
  • თავს იჩენს ხშირად
  • სახლის პირობებში მიღებული ზომების მიუხედავად არ უმჯობესდება
  • არ არის დაკავშირებული რაიმე თვალსაჩინო მიზეზთან, როგორიცაა ძლიერი ფიზიკური დატვირთვა