კურდღლის ტუჩი და მგლის სასა
დაავადების აღწერა
კურდღლის ტუჩი და მგლის სასა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი დეფექტია. ეს თანდაყოლილი დაავადებები ძირითადად განცალკევებულად გვხვდება, თუმცა ისინი შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ ბევრ სინდრომთან და სხვა თანდაყოლილ დაავადებებთან.
ამ დეფექტებით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის მდგომარეობა შესაძლოა გულსატკენი იყოს, თუმცა კურდღლის ტუჩი და მგლის სასა გამოსწორებადია. ბავშვების უმეტეს ნაწილში, ქირურგიული ჩარევა აღადგენს ნორმალურ ფუნქციებს და ახალშობილის გარეგნობა მკვეთრად უმჯობესდება. ნაიარევი შესაძლოა დარჩეს, თუმცა იგი უმნიშვნელოა უმეტეს შემთხვევებში
გამომწვევი მიზეზი
მკლვევლარები მიიჩნევენ, რომ კურდღლის ტუჩის და მგლის სასის მიზეზები არის როგორც გენეტიკური,აგრეთვე გარემო ფაქტორებით გამოწვეული. ბავშვების უმეტესობაში, ზუსტი მიზეზი უცნობია.
მშობლებისგან დამემკვიდრებული გენები. დედას ან მამას შეუძლია გადასცეს შვილს გენი, რომელიც იწვევს ნაპრალის გაჩენას. გადაცემა შესაძლოა მოხდეს განცალკევებულად, ან რაიმე სინდრომის სახით, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება შესაძლოა იყოს ასეთი ნაპრალი. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვებს მშობლებისგან გადმოცემული აქვთ გენი, რომელიც მათ დაავადებისადმი მიდრეკილს ხდის, ხოლო გარემო ფაქტორი მის გამოაშკარავებას იწვევს.
ორსულობის დროს ზოგიერთი ნივთიერების ზემოქმედება. ეს დეფექტები შესაძლაო გამოწვეული იყოს იმ ორსულ ქალებში, რომლებიც ეწევიან თამბაქოს, მოიხმარენ ალკოჰოლს და იღებენ ზოგიერთ მედიკამენტს.
სიმპტომები
ნაპრალი ან დაშორება ტუჩზე ან სასაზე, ძირითადად, დაბადებისთანავე თვალსაჩინოა. ეს დაავადებები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც:
- ნაპრალი ტუჩსა და სასაზე, რომელიც შესაძოა იყოს სახის ორივე მხარეს.
- ნაპრალი ტუჩში შესაძლოა იყოს მცირე ზომის, თუმცა ის შესაძლოა ტუჩიდან გაგრძელდეს ზედა ღრძილზე და სასაზე ცხვირის ქვედა ნაწილში.
- ნაპრალი პირის ღრუს ზედა ნაწილში(სასაზე), რომელიც არ მოქმედებს სახის გარეგნობაზე
იშვიათ შემთხვევებში, ნაპრალი ჩნდება მხოლოდ რბილი სასის კუნთებზე(სუბმუკოზური მგლის სასა). რბილი სასა მოთავსებულაი პირის ღრუს უკანა ნაწილში. დაავადების ეს ფორმა ხშირად შეუმჩნებლად მიმდინარეობს და მისი დიაგნოსტირება შემდგომ პერიოდში ხდება. სუბმუკოზური მგლის სასის სიმპტომები:
- გაძნელებული ყლაპვა
- ცხვირისმიერი ხმა ლაპარაკის დროს
- ყურის განმეორებითი ინფექციები
როდის მივმართოთ ექიმს
კურდღლის ტუჩი და მგლის სასა, როგორც წესი, დაბადებისთანავე აშკარაა, ამიტომ ექიმი მობილიზებას დაუვყოვნებლივ იწყებს. თუ თქვენ შვილს აღენიშნება სუბმუკოზური მგლის სასის სიმტპომები, როგორიცაა კვების პრობლემები, მიმართეთ ექიმს.