კვირისტავის მყესის ანთება

დაავადების აღწერა

კვირისტავის მყესის ანთება ნიშნავს კვირისტავისა და წვივის დიდი ძვლის დამაკავშირებელი მყესის დაზიანებას. ეს მყესი მოქმედებს კუნთებთან ერთად, რათა მუხლი გაიშალოს დარტყმის, სირბილის ან ხტუნვის დროს.

კვირისტავის მყესის ანთება, იგივე “მხტუნავის მუხლი”, ხშირია ათლეტებში, რომელთაც ხშირად ხტუნვა უხდებათ. ასეთი სპორტის სახეობებია კალათბურთი და ფრენბურთი. ამის მიუხედავად, მდგომარეობა შესაძლოა სპორტთან კავშირის არმქონე ადამიანებშიც შეგვხვდეს.

უმეტესად, მკურნალობა იწყება ფიზიკური თერაპიით, რათა დაგრძელდეს და გამაგრდეს კუნთები მუხლის გარშემო.

გამომწვევი მიზეზი

კვირისტავის მყესის ანთება ხშირად ვითარდება ზედმეტი დატვირთვის გამო, მყესზე განმეორებითი დაწოლისას. სტრესი იწვევს მცირე ზომის დაზიანებებს მყესში, რის შეკეთებასაც ორგანიზმი ცდილობს. როცა დაზიანებები მრავლადაა, ვითარდება ტკივილი, ანთებითი მდგომარეობა და მყესის დასუსტება. თუ მყესის დაზიანება რამდენიმე კვირაზე მეტს გასტანს, მდგომარეობას ტენდინოპათია ეწოდება.

სიმპტომები

ტკივილი მყესის ანთების პირველი სიმპტომია, ძირითადად კვირისტავისა და წვივის დიდი ძვლის მყესის შეერთების ადგილებში.

მუხლის ტკივილი შესაძლოა იყოს:

  • მცირე დატვირთვის შემდგომ ან ხანგრძლივი ვარჯიშის დროს
  • პროგრესული, საბოლოოდ კი სპორტში მონაწილეობა გართულდება
  • ხელისშემშლელი ყოველდღიურ მოქმედებებში, როგორიცაა კიბეზე ასვლა ან სკამიდან წამოდგომა



როდის მივმართოთ ექიმს

მუხლის ტკივილისათვის, სცადეთ სახლის პირობებში მკურნალობა, როგორიცაა ყინულის პაკეტების დადება და მოსვენება.

მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი:

  • გაგრძელდება, გაუარესდება
  • ხელს გიშლით ყოველდღიურად
  • ასოცირებულია შეშუპებასა და სიწითლესთან სახსრის გარშემო