კვირისტავის ქონდრომალაცია
დაავადების აღწერა
კვირისტავის შიგნით მდებარე ხრტილოვანი ქსოვილი ბუნებრივად იცავს მუხლს დაზიანებისაგან და ანაწილებს დატვირთვას. ზედმეტი გამოყენება, დაზიანება ან სხვა ფაქტორები იწვევენ კვირისტავის ხრტილის ქონდრომალაციას, რაც ნიშნავს ამ ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას. უფრო სწორი ტერმინი პატელო–ფემორალური ტკივილის სინდრომია.
ყველაზე ხშირი სიმპტომი მუხლის ტკივილია, კიბეზე ასვლის ან ჩასვლის დროს. მარტივი მკურნალობა, როგორიცაა მოსვენება და ყინულის დადება, ხშირად გეხმარებათ, მაგრამ ზოგჯერ ფიზიკური თერაპია ან ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო ტკივილის გასაყუჩებლად.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა ზუსტად არ იციან, ზუსტად რა იწვევს კვირისტავის ქონდრომალაციას, მაგრამ ეს მდგომარეობა ასოცირებულია:
- ზედმეტ დატვირთვასთან. განმეორებითი სტრესი მუხლის სახსარზე, მაგალითად სირბილის ან ხტუნვის დროს, შესაძლოა გახდეს დაზიანების მიზეზი.
- კუნთების ცუდ კონტროლთან. პატელოფემორალური ტკივილის სინდრომი მაშინაც დგება, როცა თეძოს ან მუხლის გარშემო მდებარე კუნთები ვერ ფუნქციონირებენ კვირისტავის ნორმალური მდებარეობის შესანარჩუნებლად.
- დაზიანებასთან. კვირისტავის ტრავმა, როგორიცაა დისლოკაცია ან მოტეხილობა, დაკავშირებულია სინდრომის განვითარებასთან.
სიმპტომები
ტკივილი ძირითადად ყრუ, ხანგრძლივია, მდებარეობს მუხლის წინ. ტკივილი უარესდება, თუ:
- ადიხართ ან ჩადიხართ კიბეზე
- მუხლებში მოიხრებით, გააკეთებთ ბუქნს
- მოხრით მუხლის მჯდომარე პოზიციაში ხანგრძლივად
როდის მივმართოთ ექიმს
თუ მუხლის ტკივილი არ გაგივლით რამდენიმე დღეში, მიმართეთ ექიმს.