ლავიწის ძვლის მოტეხილობა

დაავადების აღწერა

ლავიწის ძვლის მოტეხილობა ხშირი დაზიანებაა, განსაკუთრებით ბავშვებში და ახალგაზრდებში. ლავიწის ძვალი აკავშირებს მკერდის ძვლის ზედა ნაწილს ბეჭის ძვლის კიდესთან. ლავიწის ძვლის მოტეხილობის ხშირი მიზეზები: წაქცევა, სპორტული ტრავმა ან საგზაო შემთხვევა. ახალშობილებში, ზოგჯერ, ლავიწის ძვლის მოტეხილობა მშობიარობისას ვითარდება.

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენმა შვილმა მოიტეხა ლავიწის ძვალი, სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება. ლავიწის ძვლის მოტეხილობების უმარვლესობა ადვილად შუშდება ყინულის დადებით, ტკივილგამაყუჩებლებით, შეხვევით, ფიზიკური თერაპიით. ხშირად მოტეხილობა დროთა განმავლობაში თავისით შუშდება. თუმცა ლავიწის ძვლის მოტეხილობების გართულების შედეგად შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, როგორიცაა მეტალის ან სხვა მასალემის იმპლანტების, ხრახნების ჩადგმა. ეს პროცედურები შეხორცებისას ძვალს ნორმალური პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება.

გამომწვევი მიზეზი

ლავიწის ძვლის მოტეხილობების შესაძლო მიზეზები:

  • ძირს დავარდნა. მხარბეჭზე ან გაშლილ ხელზე დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს ლავიწის ძვლის მოტეხილობა
  • სპორტული ტრავმები. პირდაპირი, მექანიკური დაზიანებები და ტრავმები მოედანზე ხშირი მიზეზია ლავიწის ძვლის მოტეხილობისა.
  • საგზაო შემთხვევა. ლავიწის ძვლის მოტეხილობა შეიძლება გამოიწვიოს მოტოციკლის, ველოსიპედის ან მანქანის ტარების დროს მომხდარმა საგზაო შემთხვევამ
  • ტრავმული დაზიანება მშობიარობისას. ახალშობილებში, ლავიწის ძვლის მოტეხილობა ზოგჯერ მშობიარობისას ვითარდება.

სიმპტომები

ლავიწის ძვლის მოტეხილობის სიმპტომები:

  • ტკივილი, რომელიც უარესდება მხარბეჭის მოძრაობისას
  • შეშუპება
  • ტკივილი შეხებაზე
  • ჩალურჯება
  • ამობურცულობა ბეჭზე ან მასთან ახლოს
  • ხრაშუნის ან ტეხვის ხმა მხარბეჭის მოძრაობასთან ერთად
  • მხრის გაშეშება ან მოძრაობის შეზღუდვა


 
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თვენ ამჩნევთ ლავიწის ძვლის მოტეხილობის სიმპტომებს, ან თუ თქვენ აღგენიშნებათ იმდენად ძლიერი ტკივილი, რომ ნორმალურად ვერ ხმარობთ მხარბეჭს, მიმართეთ ექიმს. ლავიწის ძვლის მოტეხილობის დაგვიანებული დიაგნოსტირება და მკურნალობა იწვევს არასწორ შეხორცებას.