ლეგიონერების დაავადება
დაავადების აღწერა
ლეგიონერების დაავადება პნევმონიია მძიმე ფორმაა. პნევმონია იგივეა, რაც ფილტვების ანთება– ინფექციის მიერ გამოწვეული მდგომარეობა. ლეგიონერების დაავადებას იწვევს ბაქტერია ლეგიონელა.
ლეგიონერების დაავადება არ გადადის ადამიანთან კონტაქტით. დაინფიცირება ჰაერში არსებული ბაქტერიით ხდება. მოზრდილებში, მწეველებში და იმუნოდეფიციტურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებში დაავადების განვითარების რისკი მაღალია.
ლეგიონელას ბაქტერია ასევე იწვევს გრიპის მსგავს ავადმყოფობას– პონტიაკის ცხელებას. ლეგიონერების დაავადებასა და პონტიაკის ცხელებას ერთად ლეგიონელოზსაც უწოდებენ. პონტიაკის ცხელება თავად გაივლის, მაგრამ ლეგიონერების დაავადება ზოგჯერ ფატალურია. მიუხედავად იმისა, რომ დროული ანტიბიოტიკოთერაპია უმეტესად შველის ლეგიონერების დაავადებას, ზოგიერთ პაციენტს მაინც აქვს სიმპტომები მკურნალობის შემდგომ.
გამომწვევი მიზეზი
ლეგიონელას ბაქტერია– ლეგიონელა პნევმოფილა პასუხისმგებელია ლეგიონერების დაავადებაზე. გარემოში, ბაქტერია არსებობს ნიადაგში, წყალში, მაგრამ იშვიათად იწვევს ინფექციებს. დახურული სივრცის პირობებში კი ბაქტერია მრავლდება წყლის სისტემებში– ჯაკუზი, კონდიციონერი, დამატენიანებელი სპრეი.
ლეგიონელას ბაქტერიით დაინფიცირება შესაძლოა სახლებშიც, მაგრამ შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირებულია დიდ შენობებში. სავარაუდოა, რომ ბაქტერია უკეთ მრავლდება წყლის კომპლექსურ სისტემებში.
როგორ ვრცელდება ინფექცია
პაციენტების უმეტესობა ინფიცირდება ბაქტერიის შემცველი მიკროსკოპული წვეთების ინჰალაციით. წვეთები შესაძლოა შხაპის მიღებისას ჩაისუნთქოთ, ასევე, ვენტილაციის სისტემის გამო წვეთები ჰაერში ხვდება, ძირითადად დიდ შენობებში. შემთხვევათა უმეტესობა უკავშირდება ამ სიტუაციებს:
- ჯაკუზი, აუზი,ხშირად კრუიზზე
- ჰაერის კონდიცირების სისტემა
- დეკორატიული შადრევანი
- საცურაო აუზი
- ფიზიკური თერაპიის მოწყობილობა
- წყლის სისტემა სასტუმროში, საავადმყოფოში
ლეგიონელას ბაქტერია ძირითადად ინჰალაციური გზით გადადის, თუმცა ტრანსმისია შესაძლებელია ამ გზებითაც:
- ასპირაცია. ასპირაციის დროს სითხე შემთხვევით გადადის ფილტვებში, მაგალითად წყლის ალევის დროს ვითარდება დახველების, მოხრჩობის შეგრძნება. თუ მოხდა წყლის ასპირაცია, რომელიც შეიცავს ლეგიონელას, განვითარდება დაავადება.
- ნიადაგი. შემთხვევათა მცირე რაოდენობა დაფიქსირებულია დაინფიცირებულ ნიადაგზე მუშაობის შემდეგ.
სიმპტომები
ლეგიონერების დაავადება უმეტესად ინფიცირებიდან 10 დღის შემდეგ ვითარდება. იგი ხშირად ამ ნიშნებითა და სიმპტომებით იწყება:
- თავის ტკივილი
- კუნთის ტკივილი
- შეციება
- სიცხე 40 გრადუსი ცელსიუსით ან მეტი
მეორე ან მესამე დღეს, ვითარდება სხვა ნიშნები და სიმპტომები:
- ხველა, ლორწოვანი ან ზოგჯერ სისხლიანი ნახველით
- სუნთქვის უკმარისობა
- ტკივილი მკერდის არეში
- მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ფაღარათი
- დაბნეულობა ან სხვა მენტალური პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონერების დაავადება უმეტესად ფილტვს ეხება, შესაძლოა განვითარდეს ინფექცია ჭრილობიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან, მათ შორის გულშიც.
ლეგიონერების დაავადების მსუბუქი ფორმა– პონტიაკის ცხელება გამოვლინდება სიცხით, შესიებით, თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით. პონტიაკის ცხელება არ აინფიცირებს ფილტვებს და სიმპტომები უმეტესად 2–5 დღეში ქრება.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია დაინფიცირდეთ ლეგიონელას ბაქტერიით. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა აჩქარებს გამოჯანმრთელებას და გიცავთ გართულებებისაგან. თუ ხართ მაღალი რისკის წინაშე, მითუმეტეს აუცილებელია დროული მკურნალობა.