ლეიკოპლაკია

დაავადების აღწერა

ლეიკოპლაკია ეწოდება ღრძილებზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, პირის ღრუში და ზოგჯერ ენაზე, გასქელებული,თეთრი ლაქების გაჩენას. ეს ლაქები შესაძლოა ფიზიკური ზეწოლით აიქერცლოს და მოძვრეს.

ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს ლეიკოპლაკიას, მაგრამ თამბაქო– სიგარეტის, საღეჭი რეზინის ან სხვ. სახით, მიიჩნევა ერთ–ერთ ხელშემწყობ ფაქტორად.

ლეიკოპლაკია ზოგადად საშიში არ არის, მაგრამ ზოგჯერ რთულდება. ლაქები არ არის სიმსივნური, მაგრამ ზოგჯერ ავლენს სიმსივნური წარმონაქმნის გარკვეულ თვისებებს. პირის ღრუს ზოგიერთი სიმსივნე, მაგ. ენის ქვეშ, იწყება ლეიკოპლაკიის დამახასიათებელი ლაქების გარშემო. ამის გამო, ჯობს მიმართოთ სტომატოლოგს ან ექიმს თუ გაქვთ ხანგრძლივი ცვლილებები პირის ღრუში.

გამომწვევი მიზეზი

ლეიკოპლაკიის გამომწვევი მიზეზი განსხვავდება ლეიკოპლაკიასა და ბუსუსოვან–უჯრედულ ლეიკოპლაკიას შორის.

ლეიკოპლაკია

ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს ლეიკოპლაკიას, მაგრამ თამბაქო– სიგარეტის, საღეჭი რეზინის ან სხვ. სახით, მიიჩნევა ერთ–ერთ ხელშემწყობ ფაქტორად. ლეიკოპლაკიის რისკი იზრდება, თუ თამბაქო დიდ დროს დაყოფს პირის ღრუში. ალკოჰოლის გრძელვადიანი მოხმარება და სხვა ქრონიკული გამღიზიანებლები ხელს უწყობენ ლეიკოპლაკიის განვითარებას.

ბუსუსოვან–უჯრედული ლეიკოპლაკია

ბუსუსოვან–უჯრედული ლეიკოპლაკია გამოწვეულია ეფშტეინ–ბარის ვირუსით. ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, იგი ორგანიზმში მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება. ნორმაში, ვირუსი მთვლემარე მდგომარეობაშია, მაგრამ თუ იმუნური სისტემა შესუსტდა, დაავადების ან მედიკამენტების გამო, შესაძლოა ვირუსი გააქტიურდეს და გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ბუსუსოვან–უჯრედული ლეიკოპლაკია.

აივ/შიდსით დაავადებულებს განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენება ამცირებს შემთხვევათა რაოდენობას, მაგრამ მაინც აღინიშნება მომატებული რისკი აივ/შიდსის პაციენტებში და ზოგჯერ ლეიკოპლაკია ამ დაავადების პირველი ნიშანია. ბუსუსოვანი ლეიკოპლაკიის გაჩენა შესაძლოა თერაპიის წარუმატებლობის ნიშანიც იყოს.

სიმპტომები

ლეოკოპლაკიას მრავალგვარი გამოვლენა შეიძლება ჰქონდეს. ცვლილებები ხშირია ღრძილებზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, პირის ღრუში და ზოგჯერ, ენაზე.

ლეიკოპლაკიისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • თეთრი ან მონაცრისფრო ლაქები, რომლებიც არ შორდება
  • არარეგულარული, ბრტყელი ლაქები
  • გასქელებული, გამაგრებული ლაქები
  • ამოწეული, წითელი ლაქები (ერითროპლაკია), რომლებიც უფრო ხშირადაა დაკავშირებული წინასიმსივნურ წარმონაქმნებთან



ლეიკოპლაკიის ერთ–ერთი ტიპი, ბუსუსოვან–უჯრედული ლეიკოპლაკია გვხვდება იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში, მედიკამენტური ან აივ/შიდსის გამო. ბუსუსოვანი ლეიკოპლაკია იწვევს თეთრი ფერის, ხავერდისებრ ლაქებს, რომლებიც წააგავს ენის გვერდებზე არსებულ ზედაპირს. ბუსუსოვანი ლეიკოპლაკია ხშირად პირის ღრუს სოკოვან ინფექციაში ეშლებათ, რომელიც იწვევს თეთრ ლაქებს, რომლებიც შორდება. პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია ასევე ხშირია აივ/შიდსით დაავადებულებში.

როდის მივმართოთ ექიმს

ზოგჯერ დაზიანებები პირის ღრუში გამაღიზიანებელი და მტკივნეულია, თუმცა მავნებელი არ არის. სხვა შემთხვევებში, პირის ღრუს პრობლემები სხვა, უფრო მძიმე დაავადების ნიშანია.
მიმართეთ სტომატოლოგს, თუ გაქვთ:

  • თეთრი ლაქები ან წყლულები, რომლებიც 2 კვირაში არ გაივლის
  • შესიება ან თეთრი, წითელი ან მუქი ლაქები პირის ღრუში
  • პირის ღრუს ქსოვილების პერსისტირებული ცვლილებები