ლევის სხეულოვანი დემენცია

დაავადების აღწერა

ლევის სხეულოვანი დემენცია არის ალცჰაიმერის დაავადების შემდეგ, ყველაზე გავრცელებული პროგრესიული დემენცია. იგი იწვევს მენტალური შესაძლებლობების თანდათანობით დაქვეითებას.

დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობითი ჰალუცინაციებიც, რომლის დროსაც ადამიანი ხედავს ნივთებს, სხვა ადამიანებს ან ცხოველებს, რომლებიც იქ არ არიან. ჰალუცინაცია იწვევს უცნაურ ქცევას, როგორიცაა გარდაცვლილ ადამიანებთან საუბრის იმიტაცია.

ლევის სხეულოვანი დემენციის კიდევ ერთი ნიშანი ყურადღებისა და ცნობიერების ცვლილებებია, როგორიცაა მოთენთილობა დღის განმავლობაში ან მზერის მიშტერების ეპიზოდები. პარკინსონის დაავადების მსგავსად, ლევის სხეულოვანი დემენცია იწვევს კუნთების რიგიდობას, მოძრაობის შენელებასა და კანკალს.

ლევის სხეულოვანი დემენციის დროს, ცილოვანი დეპოზიტები– ლევის სხეულები– გროვდება ნერვულ უჯრედებში, ტვინის იმ ადგილებში, რომლებიც ჩართულია ფიქრის, მეხსიერებისა და მოძრაობის კონტროლში.

გამომწვევი მიზეზი

ლევის სხეულოვანი დემენციის მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადება უკავშირდება ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებს.

ლევის სხეულოვანი დემენციის დროს გროვდება ცილა, რომელიც პარკინსონის დაავადებასაც უკავშირდება.

ლევის სხეულები ხშირად გვხვდება პარკინსონით და ალცჰაიმერით დაავადებულებში, ასევე დემენციის სხვა ტიპებშიც.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ ლევის სხეულოვანი დემენცია, ასევე აღენიშნებათ ალცჰაიმერთან დაკავშირებული ფოლაქები.

სიმპტომები

ლევის სხეულოვანი დემენციის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ვიზუალური ჰალუცინაციები. დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობითი ჰალუცინაციებიც, რომლის დროსაც ადამიანი ხედავს ნივთებს, სხვა ადამიანებს ან ცხოველებს, რომლებიც იქ არ არიან. ჰალუცინაცია შესაძლოა ერთ–ერთი პირველი სიმპტომიც იყოს. ზოგიერთ პაციენტს აქვს სმენითი ან შეხებითი ჰალუცინაციებიც.
  • მოძრაობის დარღვევა. შესაძლოა განვითარდეს პარკინსონის დაავადების მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა შენელებული მოძრაობა, რიგიდული კუნთები, კანკალი.
  • სხეულის ფუნქციების არასრული კონტროლი. არტერიული წნევა, პულსი, ოფლიანობა და მომნელებელი პროცესი რეგულირდება ნერვული სისტემის იმ ნაწილით, რომელსაც ხშირად აზიანებს ლევის სხეულოვანი დემენცია. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაცემა ან მონელების პრობლემები.
  • კოგნიტიური პრობლემები. შესაძლოა განვითარდეს კოგნიტიური დეფიციტი, როგორიც გვხვდება ალცჰაიმერის დაავადების დროს. სიმპტომებია: დაბნეულობა, ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების დაკარგვა.
  • ძილის პრობლემები. შესაძლოა განვითარდეს REM ძილის (Rapid Eye Movement – თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზის დარღვევები, რომლის შედეგადაც სიზმრების შესაბამისი მოძრაობების
  • ყურადღების ცვლილებები. შესაძლოა ხშირად გქონდეთ მოთენთილობის ეპიზოდები, მზერის გაშტერების პერიოდები, ხშირი ჩაძინება და არაორგანიზებული მეტყველება.
  • დეპრესია. შესაძლოა გქონდეთ დეპრესია ამ დაავადებასთან ერთად.