ლიპომა

დაავადების აღწერა

ლიპომა ნელა მზარდი, ცხიმოვანი ამობურცულობაა, რომელიც ყველაზე ხშირად კანსა და კუნთის შრეს შორის მდებარეობს. ლიპომა შეხებისას რბილია, უმეტესად მტკივნეული არ არის, მარტივად მოძრაობს შეხებისას. ლიპომა ხშირია შუა ხნის ასაკში. ზოგიერთ პაციენტს ერთზე მეტი ლიპომაც აქვს.

ლიპომა არ არის კიბო და ძირითადად უვნებელია. მკურნალობა საჭირო არ არის ხოლმე, მაგრამ თუ პაციენტს იგი აწუხებს, მტკივნეულია ან დიდი ზომისაა, შესაძლებელია ამოკვეთა.

გამომწვევი მიზეზი

ლიპომის ჩამოყალიბების მიზეზი უცნობია. ლიპომა ხშირია ოჯახებში, ამიტომ გენეტიკური ფაქტორები გარკვეული როლის მატარებელია.

სიმპტომები

ლიპომა სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გაჩნდეს. ლიპომები:

  • მდებარეობს კანქვეშ, ძირითადად კისერში, მხრებზე, ზურგზე, წელზე, მუცელზე, ხელებზე და თეძოებზე
  • რბილია და ცომისებრი შეხებისას. მარტივად მოძრაობს.
  • ძირითადად მცირე ზომისაა. ტიპიურად, 5 სმ და ნაკლები დიამეტრით, მაგრამ შესაძლოა იზრდებოდეს.
  • ზოგჯერ, ლიპომა მტკივნეულია. ეს შესაძლოა გროვის გაზრდითა და გარშემო ნერვებიის კომპრესიით იყოს გამოწვეული ან ლიპომა დიდი რაოდენობით სისხლძარღვს მოიცავდეს.
  • უფრო იშვიათად, ლიპომა ღრმად მდებარეობს და დიდი ზომისაა.



როდის მივმართოთ ექიმს

ლიპომა იშვიათად საჭიროებს სამედიცინო შეფასებას, მაგრამ თუ შეამჩნევთ ამობურცულ მასას სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მიმართეთ ექიმს.