ლისტერიოზი (ინფექცია ლისტერიით)

დაავადების აღწერა

ლისტერიოზი (ინფექცია ლისტერიით) ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც შესაძლოა მძიმე იყოს ფეხმძიმე ქალებისათვის და იმუნოდეფიციტურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის. ლისტერიოზი უმეტესად არასწორად დამზადებული ხორცითა და არაპასტერიზებული რძით ვრცელდება.

ჯანმრთელი ადამიანი იშვიათად ინფიცირდება ლისტერიით, მაგრამ ახალშობილებსა და ემბრიონებისათვის ბაქტერია ზოგჯერ ფატალურია. ადამიანები, რომელთაც იმუნოდეფიციტი აქვთ, ასევე ხშირად ავადდებიან და მეტი რისკია გართულებების. დროული ანტიბიოტიკოთერაპია ლისტერიოზის სიმპტომებს ამცირებს.

ლისტერიის ბაქტერია უძლებს გაციებას და გაყინვასაც კი. ამიტომ, ის ადამიანები, რომლებსაც დაავადების მაღალი რისკი აქვთ, უნდა მოერიდონ საეჭვო საკვების მიღებას, რომლებშიც ხშირია ლისტერიას ბაქტერია.

გამომწვევი მიზეზი

ლისტერიის ბაქტერია არსებობს ნიადაგში, წყალსა და ცხოველების ფეკალიებში. ადამიანები ძირითადად ინფიცირდებიან ამ გზებით:

  • უმი ბოსტნეული, რომელიც დაბინძურებული ნიადაგიდანაა მოპოვებული, ან რომლისთვისაც ფეკალიები გამოიყენეს სასუქად
  • ინფიცირებული ცხოველის ხორცი
  • არაპასტერიზებული რძე ან პროდუქტები ასეთი რძით
  • გარკვეული პროცესირებული საკვები– რბილი ყველები, ჰოთ დოგი, უმი ხორცი, რომლებიც დაინფიცირდა პროცესირების შემდეგ
  • ემბრიონში შესაძლოა ინფექცია პლაცენტის გავლით დედიდან გავრცელდეს.

სიმპტომები

ლისტერიოზის სიმპტომები და ნიშნებია:

  • ცხელება
  • კუნთის ტკივილი
  • გულისრევა
  • ფაღარათი



სიმპტომები დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს, მაგრამ შესაძლოა 2 თვემდეც კი არაფერი გამოვლინდეს.
თუ ინფექცია გავრცელდება ნერვულ სისტემაში, ვლინდება ნიშნები:

  • თავის ტკივილი
  • კისრის გაშეშება
  • დაბნეულობა, ცვლილებები მენტალურ სტატუსში
  • ბალანსის დაკარგვა
  • გულყრა
  • სიმპტომები ფეხმძიმეებსა და ახალშობილებში



ფეხმძიმობის დროს, ლისტერიის ინფექცია იწვევს მსუბუქ სიმპტომებს დედის ორგანიზმში. ემბრიონთან დაკავშირებით კი მოსალოდნელია მძიმე გართულებები. შესაძლებელია მკვდრადშობადობა ან სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის განვითარება დაბადებიდან რამდენიმე დღეში.
როგორც მოზრდილებში, ახალშობილთა სიმპტომები შესაძლოა მსუბუქი იყოს, ან გამოიხატოს შემდეგ ნიშნებში:

  • უმადობა
  • გაღიზიანებადობა
  • ცხელება
  • ღებინება



როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ მიიღეთ საკვები, რომელშიც ნაპოვნია ლისტერიის ბაქტერია, დააკვირდით, გაქვთ თუ არა ნიშნები და სიმპტომები. თუ გაქვთ ცხელება, კუნთის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით არაპასტერიზებული რძისა და დაუმუშავებელი ხორცის მიღების შემდეგ.
  • თუ გაქვთ მაღალი სიცხე, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, დაბნეულობა, მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე– მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება. ეს ნიშნები და სიმპტომები წააგავს ბაქტერიულ მენინგიტს– სიცოცხლისათვის საშიშ გართულებას.