მაჯის იდაყვის მხარეს ტკივილი

დაავადების აღწერა

მაჯის იდაყვის მხარეს ტკივილი ხშირად მსუბუქად იწყება და საბოლოოდ იმდენად ძლიერდება, რომ ხელს გიშლით მარტივი მოქმედებების შესრულებაში.

მაჯის იდაყვის მხარეს ტკივილი ცვალებადია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. იგი შეიძლება გაუარესდეს ჩაბღაუჯების ან მაჯის შემობრუნების დროს. მაჯის იდაყვის მხარეს ტკივილის დიაგნოზირება შეიძლება რთული იყოს რადგან მას რამდენიმე გამომწვევი აქვს ესენია:

  • ტრავმა. გაშლილ მაჯაზე დავარდნა ერთ-ერთი მიზეზია. მაჯის იდაყვის მხარეს ტკივილი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სპორტულმა ტრავმებმა, რომლის დროსაც ზიანდება მაჯის იოგები და მყესები.
  • დატვირთვა. ჩოგბურთის და გოლფის მსგავსმა სპორტებმა შეიძლება გამოიწვიოს მაჯის დაზიანება ჭარბი დატვირთვის გამო. მაჯის ტკივილი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის მაუსის ან კლავიატურის ისეთ პოზიციაში გამოყენებამ, რომელიც აზიანებს მაჯას. ზოგიერთი პროფესიის ადამიანებს, მაგალითად სანტექნიკებს და დურგლებს, უფრო ხშირად უვითარდებათ მაჯის ტკივილი, რადგან მათ ხშირად უწევთ მაჯის უხერხულ პოზაში ხმარება,
  • ართრიტი. სხვა სახსრების მსგავსად, მაჯის ართრიტმაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს.



მაჯის ტკივილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეიძლება რთული იყოს. სწორი დიაგნოზის შემთხვევაში მაჯის იდაყვის მხარეს ტკივილის მკურნალობა შეიძლება ოპერაციით და სხვა მეთოდებით.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები