მაჯის სპაზმები
დაავადების აღწერა
მაჯის სპაზმი უნებლიე მოძრაობაა, რომელიც ყველაზე ხშირად გოლფის მოთამაშეებში გვხვდება. მაჯის სპაზმი შეიძლება სხვა სპორტის მიმდევრებშიც გამოვლინდეს, როგორიცაა კრიკეტი, ბეისბოლი და ა.შ.
ადრე ითვლებოდა, რომ მაჯის სპაზმი ასოცირებული იყო შფოთვასთან, მაგრამ ახლა დადგენილია, რომ სპაზმი გამოწვეულია ფოკალური დისტონიით– ნევროლოგიური დისფუნქციით, რომელიც კუნთების კონკრეტულ ჯგუფს ეხება.
ზოგიერთ ადამიანს მაჯის სპაზმის სიმპტომები შეუმსუბუქდა მოძრაობების ცვლილებით, მაგალითად გოლფის შემთხვევაში, ჩაწოდება სხვა ხელით ცადეს.
გამომწვევი მიზეზი
ზოგჯერ, მაჯის სპაზმი ფოკალური დისტონიის შედეგია– ნევროლოგიური მდგომარეობის, რომლის დროსაც კონკრეტული კუნთები უნებლიედ იკუმშება. სპაზმი სავარაუდოდ კუნთების ჭარბი დატვირთვის გამო ვითარდება. შფოთვა ეფექტს ამძაფრებს.
ზოგიერთი ათლეტი იმდენად ბევრს ფიქრობს მოძრაობაზე და შფოთავს, რომ მარტივი შესასრულებელი მოძრაობის დროს ვითარდება სპაზმი. ყველაზე მძაფრ შემთხვევაში, შეიძლება მოხრჩობის შეგრძნებაც კი განვითარდეს ნერვიულობისა და შფოთვის გამო.
სიმპტომები
ყველაზე ხშირი სიმპტომი უნებლიე მოძრაობაა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს აქვს კანკალი, მრავლობითი სპაზმები ან გაშეშება.