მახვილწვეტიანი კონდილომა
დაავადების აღწერა
მახვილწვეტიანი კონდილომა ერთერთი ყველაზე ხშირი სქესოვრივად გადამდები დაავადებაა. სქესობრივად აქტიური ადამიანების ნახევარი ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც დაინფიცირდება მისი გამომწვევით, ადამიანის პაპილომავირუსით (HPV). ქალები მახვილწვეტიანი კონდილომის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე კაცებში.
მახვილწვეტიანი კონდილომა გხვდება გენიტალიურ არის სითხით დაფარულ ქსოვილებში. მახვილწვეტიან კონდილომას შეიძლება ჰქონდეს ან პატარა, კანის ფერი ამობურცულობის სახე, ან მას შეიძლება ყვავილოვანი კომბოსტოს შესახედაობა ჰქონდეს. ხშირ შემთხვევაში კონდილომები იმდენად პატარაა, რომ ისინი შეუმჩნეველია.
ისევე როგორც სხეულის სხვა ნაწილები, გენიტალურ არეშიც კონდილომების გამომწვევი ადამიანი პაპილომავირუსია (HPV). HPV-ს ზოგ შტამი კონდილომებს იწვევს, ხოლო სხვებს შეუძლიათ სიმსივნის გაჩენა გამოიწვიონ. არსებობს გენიტალური HPV ზოგიერთი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა.
გამომწვევი მიზეზი
კონდილომებს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV). არსებობს HPV-ს 40-ზე მეტი შტამი რომელიც აზიანებს გენიტალურ არეს. გენიტალური HPV ვრცელდება სქესობრივი კონტაქტით. შემთხვევათა უმეტესობაში იმუნური სისტემა ანადგურებს გენიტალურ HPV და ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები არ ვლინდება.
სიმპტომები
ქალებში კონდილომები შეიძლება გაიზარდოს სასირცხო ბაგეებზე, საშოს კედლებზე, გარეთა სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არსებულ არეში, ანალურ არხში და საშვილოსნოს ყელზე. კაცებში, ისინი შეიძლება შეგხვდეს პენისის მწვერვალზე ან ღარზე, სათესლე პარკზე ან ანუსზე. ორალური სქესობრივი კონტაქტის შემდეგ მახვილწვეტიანი კონდილომები აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ადამიანის პირში და ყელზე.
გენიტალური ჰერპესის ნიშნებსა და სიმპტომებს მიეკუთვნება:
- პატარა, კანის ფერის ან რუხი შესიებები გენიტალურ არეში
- მრავალი კონდილომა შეიძლება გაერთიანდნენ და მიიღონ ყვავილოვანი კომბოსტოს შესახედაობა
- ქავილი ან დისკომფორტი გენიტალურ არეში
- სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს
ხშირად, მახვილწვეტიანი კონდილომები იმდენად პატარებია, რომ მათი დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით. ხანდახან მახვილწვეტიანი კონდილომები შეიძლება გაერთიანდნენ და კლასტერები წარმოქმნან.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს განგივითარდებათ ამობურცულობები ან კონდილომები გენიტალურ არეში.