მალარია

დაავადების აღწერა

მალარია პარაზიტით გამოწვეული დაავადებაა. ავადმყოფობა გადადის დაინფიცირებული კოღოების კბენის შედეგად. მალარია იწვევს ციებისა და ცხელების განმეორებით შეტევებს. მალარია წელიწადში მსოფლოს მასშტაბით დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს კლავს. 

მიუხედავად იმისა, რომ მალარია არ არის გავრცელებული ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში, დაავდება ხშირია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოები ცდილობენ მალარიის შემთხვევბის შემცირებას საწოლის ბადეების დარიგების გზით, რათა ინფექციის გადადება არ მოხდეს ადამიანების ძილის დროს. მეცნიერები ცდილობენ მალარიის თავიდან ასაცილებლად ვაქცინის შექმნას. 

თუ თქვენ აპირებთ ისეთ ქვეყანაში მოგზაურობას, სადაც გავრცელებულია მალარია, აუცილებლად მიიღეთ პრევენციული ზომები მოგზაურობის წინ და მის შემდგომ. მალარიის გამომწვევი პარაზიტების უმრავლესობას, დღესდღეობით, განვითარებული აქვთ იმუნიტეტი დაავადების სამკურნალო, ძირითადი, წამლების მიმართ.

გამომწვევი მიზეზი

მალარია მიკროსკოპული ზომის პარაზიტით არის გამოწვეული, რომელიც გადადის ინფიცირებული კოღოს კბენიდან 

კოღოს ტრანსმისიის ციკლი 

კოღო ინფექციის გარეშე. კოღო ინფიცირდება მაშინ, როდესაც იკვებება მალარიით დაავადებული ადამიანის სისხლით. 

პარაზიტის გადაცემა. თუ თქვენ ასეთმა კოღომ გიკბინათ, მას შეუძლია გადმოგდოთ მალარიის გამომწვევი პარაზტები. 

ღვიძლი. პარაზიტები მიდიან ღვიძლის მიმართულებით, სადაც ისინი მთვლემარე მდგომარეობაში ბინადრობენ, ზოგჯერ, ერთი წლის განმავლობაშიც კი. 

სისხლის მიმოქცევა. მომწიფების შემდგომ, პარაზიტები ტოვებენ ღვიძლს და გადადიან სისხლის წითელ უჯრედებშიი. ამ პროცესის შედეგად ვითარდება მალარიის სიმპტომები. 

შემდეგი ადამიანი. თუ არაინფიცირებული კოღო გიკბენთ ციკლის ამ ეტაპზე, იგი დაინფიცირდება თქვენი პარაზიტებით და გაავრცელებს მათ შემდეგ ადამიანზე. 

ტრანსმისიის სხვა ფორმები 

რადგანაც მალარიის გამომწვევი პარაზიტები აინფიცირებენ სისხლის წითელ უჯრედებს, ადამიანს ავადმყოფობა შესაძლოა განუვითარდეს დაავადებულ სისხლთან შეხების დროს, მაგალითად: 

  • დედიდან ჯერ არ დაბადებულ ნაყოფზე
  • სისხლის გადასხმის გზით
  • ნარკოტიკის ან წამლის გასაკეთებლად გაამოყენებული ნემსების მოხმარება ბევრი ადამიანის მიერ.

სიმპტომები

მალარიით ინფექციას, როგორც წესი, ახასიათებს განმეორებითი შეტევები, რომლებსაც თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: 

  • საშუალო ან ძლიერი ციება, რომელიც იწვევს კანკალს
  • მაღალი სიცხე
  • ძლიერი ოფლდენა სხეულის ტემპერატურის ვარდნის დროს
  • სხვა სიმპტომები:
  • თავის ტკივილი
  • ღებინება
  • ფაღარათი


მალარიის სიმპტომები ინფიცირებული კოღოს კბენის შემდგომ რამოდენიმე კვირაში ვითარდება. თუმცა მალარიის პარაზიტების რამოდენიმე ფორმა მძინარე მდგომარეობაში ბინადრობს ადამიანის სხეულზე თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში. 

როდის მივმართოთ ექიმს 

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ მაღალი ტემპერატურა იმ ადგიელბში მოგზაურობის ან ცხოვრების შემდგომ, სადაც გავრცელებულია მალარია. მალარიის გამომწვევი პარაზიტები ზოგჯერ მძინარე ფაზაში ცხოვრობენ ადამიანის ორგანიზმში თვეების განმავლობაში. თუ თვენ აღგენიშნებათ მძიმე სიმპტომები, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება.