მალთაშუა დისკის თიაქარი
დაავადების აღწერა
მალთაშუა დისკის თიაქარი მოიცავს ხერხემლის სვეტის შემადგენელ მალებს შორის არსებული ხრტილოვანი წარმონაქმნის, მალების პრობლემას.
ხერხემლის მალა ჰგავს მურაბიან დონატს. მისი ცენტრალური ნაწილი რბილია, ხოლო გარედან იგი მაგარი გარსითაა შემოსაზღვრული. მალთაშუა დისკის თიაქარი ვითარდება, როდესაც ამ რბილი ცენტრალური „მურაბის“ ნაწილი გამოვა მაგარი გარსში არსებულ ბზარში.
მალთაშუა დისკის თიაქარს შეუძია გააღიზიანოს ახლომდებარე ნერვები და გამოიწვიოს ხელში ან ფეხში ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა და სისუსტე. ბევრ ადამიანს სიმპტომები არ აღენიშნება. ადამიანთა უმეტესობას არ სჭირდება ოპერაცია მალთაშუა დისკის თიაქრით გამოწვეული პრობლემის გამოსასწორებლად.
გამომწვევი მიზეზი
მალთაშუა დისკის თიაქრის გაჩენა ყველაზე ხშირად ასაკთან დაკავშირებული დისკის დაზიანების მიზეზია, რომელსაც დისკის დეგენერაცია ეწოდება. ასაკის მატებასთან ერთად, თქვენ ზურგის ტვინი კარგავს წყლის შემცვლელობას. ეს მათ ნაკლებად მოძრავს და მცირე დაჭიმვის შემთხვევაში დაზიანებისადმი უფრო ლაბილურს ხდის.
ადამიანთა უმეტესობა ზუსტად ვერ უჩვენებს მალთაშუა დისკის თიაქრის ლოკალიზაციას. ხანდახან, მძიმე წონის აწევისას ფეხის და ბარძაყის კუნთების ნაცვლად ზურგის კუნთების გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს მალთაშუა დისკის თიაქრის გაჩენა. იგი აგრეთვე შეიძლება გაჩნდეს წონის აწევის დროს დაჭიმვით ან მობრუნებით. იშვიათად, ტრავმულ შემთხვევას, მაგალითად დავარდნას ან ზურგში ჩარტყმას შეუძლია გამოიწვიოს მალთაშუა დისკის თიაქრის გაჩენა.
სიმპტომები
თქვენ შეიძლება გქონდეს მალთაშუა დისკის თიაქარი და არ იცოდეთ ამის შესახებ. იგი შეიძლება უსიმპტომო ადამიანს შემთხვევით აღმონდეს ზურგის რენტგენზე. ზოგი თიაქარი მტკივნეულია. მალთაშუა დისკის თიაქრების უმეტესობა ხდება გავის არეშე (ლუმბალური ნაწილი), თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს კისრის ნაწილში (ცერვიკალური ნაწილი).
მალთაშუა დისკოს თიაქრის ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:
- ხელის ან ფეხის ტკივილი. თუ თიაქარი ზურგის ქვედა ნაწილშია, ჩვეულებრივ ყველაზე მეტ ტკივილს დუნდულებში, ბარძაყში და წვივებში იგრძნოთ. აგრეთვე შეიძლება იყოს ტკივილი ტერფის არეში. თუ თიაქარი კისერშია, ტკივილი მხარში და ხელებში იქნება. ეს ტკივილი შეიძლება დაცემინებისას ან ხერხემლის გამოძრავებისას გავრცელდეს ხელებში ან ფეხებში.
- მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება. მალთაშუა დისკის თიაქრიან ადამიანებს აღენიშნებათ დაზიანებული ნერვის საპროექციო არეში მგრძნობელობის მოშლა და ჩხვლეტის შეგრძნება.
- სისუსტე. დაზიანებული ნერვების მიერ ინერვირებული კუნთები სუსტდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბორძიკი ან საგნების აღების და დაჭერის შეუძლებლობა.
როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ კისრის ან ზურგის ტკივილი ვრცელდება ხელში ან ფეხში და თან ერთვის მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება და სისუსტე.