მანათობელი ლიქენი

დაავადების აღწერა

მანათობელი ლიქენი კანის იშვიათი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ჩნდება მცირე ზომის, კანისფერი, მანათობელი ზედაპირიანი შესიებები კანზე. მდგომარეობას იწვევს კანის პათოლოგიური ანთებითი აქტივობა, ხოლო ანთების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მანათობელი ლიქენი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ტიპიურად ბავშვებში და მოზარდებში ვითარდება. ამ ტიპის ლიქენი იშვიათად იწვევს დისკომფორტს და უმეტესად თავად გაივლის, მკურნალობის გარეშე.

მანათობელი ლიქენი არ ზრდის სიმსივნის რისკს, არ არის ინფექციური დაავადება, შესაბამისად არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.

გამომწვევი მიზეზი

მანათობელი ლიქენის გამომწვევი მიზეზი უცნობია. პაპულები ჩნდება ანთების გამო, ხოლო ანთებას იმუნური უჯრედები აკონტროლებენ. ნორმაში, ეს უჯრედები აქტიურია დაზიანების ან დაავადების დროს. ექიმები და მკვლევარები ჯერჯერობით ვერ ადგენენ, რა იწვევს უჯრედების გააქტიურებას ლიქენის დროს.

სიმპტომები

მანათობელი ლიქენი ვლინება როგორც მცირე ზომის, მანათობელი პაპულების ჯგუფი. გამონაყარი ხასიათდება:

  • ზომა. შესიებების ზომა განსხვავებულია.
  • ფორმა. გამონაყარი ბრტყელზედაპირიანი და მრგვალია
  • ფერი. გამონაყარი ძირითადად კანის ფერია. შესაძლოა იყოს ვარდისფერი ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში, ან კანზე უფრო ღია ფერის, როცა ადამიანი მუქკანიანია.
  • ადგილმდებარეობა. მანათობელი ლიქენის გამონაყარი ძირითადად გულმკერდზე, მუცელზე, გენიტალიურ არეებზე ჩნდება, მათ შორის პენისზეც. ლიქენი იშვიათია ხელისგულზე, ფეხისგულზე, ტერფებზე, ლორწოვან გარსზე ან ფრჩხილებზე. მანათობელი ლიქენი შესაძლოა სხეულის ერთ ადგილას ალაგდეს და მეორეზე გაჩნდეს.
  • ქავილი. ლიქენი ზოგჯერ ძლიერ ქავილს იწვევს. გამონაყარი ჩნდება ხაზოვნად, კანის მოკეცილ ადგილებში ან ზეწოლის ქვეშ მყოფ კანზე, როგორიცაა მუცლის ნაკეცები ან იდაყვის შიდა ზედაპირი.


როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გამონაყარი და შესიება გაჩნდა კანზე უმიზეზოდ, ანუ ალერგიისა და დამსუსხავი მცენარეების შეხებისაგან დამოუკიდებლად. რადგანაც ასეთ მდგომარეობას ბევრი დაავადება იწვევს, აუცილებელია ზუსტი და დროული დიაგნოზი.

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ კანის პათოლოგიას ახლავს სიმპტომები:

  • სიცხე
  • ქავილი
  • დაჩირქება, სითხის ჩადგომა