მცურავი ლაქები თვალებში
დაავადების აღწერა
მცურავი ლაქები თვალებში შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც შავი ან ნაცრისფერი ნაწილაკი, ზოლი ან აბლაბუდა, რომელიც ჩნდება თვალების მოძრაობის დროს და იწევა გვერდზე, როდესაც ვცდილობთ მას პირდაპირ შევხედოთ.
ლაქების თვაელბში გაჩენა დაკავშირებულია ასაკის მატებასთან და ვითარდება მაშინ, როდესაც თვალში არსებული ჟელატინისებრი (მინისებრი) ნივთიერება ხდება უფრო თხევადი. მინისებრ სხეულში მიკროსკოპული ბოჭკოები გროვდება და ბადურაზე აღიქმება, როგორც ჩრდილები.
შეეხმიანეთ ოფთალმოლოგს, თუ თვალის ლაქების რაოდენობა უცაბედად გაიზრდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თან ახლავს ნათებების არსებობა ან გვერდით კიდეებზე მხედველობის დაკარვა. ეს მდგომარეობა შესაძლოა სერიოზული პრობლემის სიმპტომს წარმოადგენდეს და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარებას.
გამომწვევი მიზეზი
თვალში მცურავი ლაქების მიზეზები:
- ასაკის მატებასთან დაკავშირებული მხედველობის ცლვილებები. თვალში მცურავი ლაქები ვითარდება ჟელატინისებრ ნივთიერებაში(მინისებრი სხეული), რომელიც ავსებს თვალის კაკალს და უნარჩუნებს მას მრგვალ ფორმას. დროთა განმავლობაში, მინისებრი სხეული ნაწილობრივ თხიერდება, რის შედეგადაც იგი გადაადგილდება თვალის შიდა ზედაპირიდან. მინისებრი სხეულის შეჭმუხვნის შემდგომ, იგი გროვდება და ხდება ბოჭკოვანი. ამ ნარჩენების ნაწილაკები ბლოკავს თვალისკენ მიმავალ სინათლეს, რაც ბადურაზე ჩრდილებად აღიქმება.
- თვალის უკანა ნაწილის ანთება. უკანა ნაწილის უვეიტი წარმოადგენს თვალის კაკლის სისხლძარღვოვანი გარსის ანთებას. ეს გარსი მოთავსებულია თვალის უკანა ნაწილში. უკანა ნაწილის უვეიტი, რომელიც იწვევს თვალის ლაქებს, შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციით ან ანთებითი დაავადებებით.
- თვალშიდა სისხლდენა. მინისებრ სხეულში სიხლდენას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ტრავმული დაზიანება და სისხლძარღვების დაავადებები.
- ბადურის გახევა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოშვებული მინისებრი სხეული იმდენად აწვება ბადურას, რომ იწვევს მის გახევას. სამედიცინო ჩარევის გარეშე ბადურის გახევამ შესაძლოა გამოიწვიოს ბადურის ჩამოცლა – სითხის დაგროვება ბადურის უკან, რომელიც განაპირობებს ბადურის ჩამოშორებას თვალის უკანა ნაწილიდან. მკურნალობის გარეშე ბადურის ჩამოცლა მხედველობის მუდმივ დაკარგვას იწვევს.
სიმპტომები
თვალში მცურავი ლაქების სიმპტომები:
- ლაქები მხედველობის არეში, რომელიც აღიქმება, როგორც მუქი ნაწილაკი ან გამჭვირვალე ზოლისმაგვარი ნივთიერება
- ლაქები, რომლებიც მოძრაობენ თვალის მოძრაობასთან ერთად და გვერდზე იწევიან მაშინ, როდესაც პაციენტი ცდილობს მათ პირდაპირ შეხედოს
- ლაქები, რომლებიც ყველაზე აშკარაა მაშინ ,როდესაც ადამიანი უყურებს განათებულ სიბრტყეს, მაგალითად ცას ან თეთრ კედელს.
- ლაქები, რომლებიც საბოლოო ჯამში ილევიან და ქრებიან მხედველობის ზონიდან.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ თქვენ შეამჩნევთ:
- ნორმალურზე მეტი რაოდენობის ლაქებს მხედველობის არეში
- ლაქების უცაბედ გაჩენას მხედველობის არეში
- ნათებებს მხედველობის არეში
- სიბნელეს მხედველობის არის გვერდითა კიდეებზე(პერიფერიული მხედველობის დაკარგვა)
ეს უმტკივნეულო სიმპტომები შეიძლება გაომწვეული იყოს ბადურის გახევით. მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს ბადურის ჩამოცლა – მხედველობისთვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება