მეჭეჭები ფეხის ქუსლზე

დაავადების აღწერა

მეჭეჭები ფეხზე გამაგრებული წანაზარდებია, რომლებიც ძირითადად ქუსლზე ჩნდება, რადგან ქუსლი ყველაზე მეტ დატვირთვას იღებს. დატვირთვის შედეგად მეჭეჭი შესაძლოა ჩაიზარდოს კანში და წარმოქმნას კალუსი.

მეჭეჭები ფეხის ქუსლზე გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციით. ვირუსი ორგანიზმში ჭრილობის საშუალებით აღწევს.

მეჭეჭების უმეტესობა არ საჭიროებს მკურნალობას და არ იწვევს გართულებებს. მეჭეჭმა შესაძლოა დისკომფორტი ან ტკივილიც კი გამოიწვიოს. თუ სახლის პირობებში მკურნალობა უშედეგოა, შესაძლებელია ექიმის მიერ მეჭეჭის ქირურგიულად ამოკვეთა.

გამომწვევი მიზეზი

მეჭეჭი გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსით, ხშირად მეჭეჭი ფეხის გულზე ან ქუსლზე მდებარეობს.

არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის 100–ზე მეტი სახეობა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე იწვევს მეჭეჭების გაჩენას ფეხზე. სხვა ტიპები იწვევენ მეჭეჭებს კანის სხვა ადგილებზე ან ლორწოვან მემბრანებზე.

ვირუსის გავრცელება

თითოეული ადამიანის იმუნური სისტემა სხვადასხვაგვარად პასუხობს ინფექციას ადამიანის პაპილომავირუსით. ყველას არ ემართება მეჭეჭი, ვისაც ვირუსი აქვს. ერთი ოჯახის წევრებშიც კი აღინიშნება განსხვავებული გამოვლინება ვირუსზე.

ადამიანის პაპილომავირუსის ის სახეობები, რომლებიც მეჭეჭებთანაა დაკავშირებული, ძირითადად არ არის ადვილად გადამდები. ვირუსი მარტივად არ გადაეცემა პირდაპირი შეხების დროს. სამაგიეროდ, ვირუსი ძლებს თბილ, ნესტიან გარემოში. ამიტომ, ვირუსის გავრცელება შესაძლოა საცურაო აუზებზე ფეხშიშველი სიარულით. თუ ვირუსი ინფიცირების პირველი ადგილიდან გავრცელდა, მეჭეჭი სხეულის სხვა ნაწილებზეც შეიძლება გაჩნდეს.

ვირუსი საჭიროებს კანის დაზიანებას, საიდანაც იგი შეაღწევს ორგანიზმში:

  • მშრალი კანის ნახეთქები
  • ჭრილობა, ნაკაწრი
  • სველი, დარბილებული კანი, წყალში დიდხანს ყოფნის გამო

სიმპტომები

მეჭეჭების ნიშნები და სიმპტომებია:

  • მცირე ზომის, ხორცისფერი, გამაგრებული წანაზარდი ქუსლზე
  • გამაგრებული, გასქელებული კანი, კალუსი, რომელიც გამოწვეულია მეჭეჭის ჩაზრდით კანქვეშ
  • შავი წერტილები, რომელთაც ხშირად მეჭეჭის ნაყოფებს უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში მცირე ზომის, შედედებული სისხლძარღვებია
  • დაზიანება, რომელიც ფეხის კანის ნორმალურ განლაგებას ხელს უშლის
  • ტკივილი ან მგრძნობელობა სიარულის ან დგომის დროს



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ დაზიანება:

  • მტკივნეულია, იცვლის ფერს
  • სცადეთ მკურნალობა, მაგრამ მეჭეჭი რჩება, მრავლდება ან მეორდება
  • დისკომფორტი ხელს გიშლით ნორმალურ ცხოვრებაში
  • ასევე გაქვთ დიაბეტი ან ფეხებში დაკლებული მგრძნობელობა– ამ შემთხვევაში, დაგჭირდებათ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა
  • გაქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა იმუნოსუპრესიული მედიკამენტების, აივ/შიდსის, სხვა დაავადებების გამო
  • არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს მეჭეჭია