მემბრანული ნეფროპათია

დაავადების აღწერა

მემბრანული ნეფროპათია ყალიბდება, როცა თირკმლის (გლომერულის) მცირე ზომის სისხლძარღვები, რომლებიც ნორმაში ფილტრავენ ცხოველქმედების პროდუქტებს სისხლიდან, გასქელებული და ანთებით მდგომარეობაშია.შედეგად, ცილები ჟონავს დაზიანებული სისხლძარღვებიდან შარდში (პროტეინურია). ხშირად, ცილების კარგვა იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს, რომელთაც კრებითად ნეფროზულ სინდრომს უწოდებენ.

მსუბუქ შემთხვევებში, მემბრანული ნეფროპათია შესაძლოა თავადაც გამოსწორდეს, მკურნალობის გარეშე. როცა ცილის დაკარგვა უარესდება, იმატებს თირკმლის გრძელვადიანი დაზიანების შანსებიც. ხშირად, ეს დაავადება იწვევს თირკმლის უკმარისობას. არ არსებობს მემბრანული ნეფროპათიის განკურნების მეთოდი, მაგრამ გარკვეული მკურნალობით შესაძლოა შევამციროთ პროტეინურია და გავაუმჯობესოთ გრძელვადიანი პროგნოზები.

გამომწვევი მიზეზი

მემბრანული ნეფროპათიის შემთხვევათა უმეტესობაში, შეიმჩნევა აუტოიმუნური აქტივობა. ორგანიზმის იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს აღიქვამს უცხოდ და აყალიბებს ანტისხეულებს ამ ქსოვილების წინააღმდეგ. აუტოანტისხეულები აზიანებენ თირკმლის ფილტრაციის აპარატს და მის შემადგენლობაში არსებულ სისხლძარღვებს.

ზოგჯერ, მემბრანულ ნეფროპათიას სხვა მიზეზებიც აქვს. ესენია:

  • სხვა აუტოიმუნური დაავადება, როგორიცაა მგლურა
  • ჰეპატიტით ინფიცირება ან სიფილისი
  • გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა ოქროს მარილები და არასტეროიდული ანტი–ანთებითი საშუალებები
  • კიბო (მყარი ან სისხლის)
  • მემბრანული ნეფროპათია შესაძლოა თან ახლდეს თირკმლის სხვა დაავადებებს, როგორიცაა დიაბეტური ნეფროპათია და სწრაფად პროგრესირებადი გლომერულონეფრიტი.

სიმპტომები

მემბრანული ნეფროპათია ხშირად თანდათანობით ვითარდება, ამიტომ პაციენტი ექიმთან არ მიდის. როცა სისხლიდან დაიკარგევა ცილა, განვითარდება ფეხების შეშუპება და წონაში მატება, ზედმეტი სითვის გამ. ზოგიერთ პაციენტს შეშუპება დაავადების საწყის ეტაპებზეც აქვს, ზოგს კი ნიშნები და სიმპტომები არ უვლინდება, სანამ არ განვითარდება თირკმლის უკმარისობა.

მემბრანული ნეფროპათიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • შეშუპება ფეხებზე და კოჭებზე
  • წონაში მატება
  • დაღლილობა
  • უმადობა
  • მღვრიე შარდი
  • სისხლში ლიპიდების დონის მატება– ჰიპერლიპიდემია
  • შარდში ცილის მატება–პროტეინურია
  • სისხლში ცილის ნაკლებობა, განსაკუთრებით ცილა ალბუმინის


როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ სისხლიანი შარდი, შეშუპება ქვემო კიდურებში, მომატებული არტერიული წნევა, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.