მენორაგია

დაავადების აღწერა

მენორაგია არის ტერმინი, რომელიც ნიშნავს მენსტრუალურ პერიოდს არანორმალურად ძლიერი ან ხანგრძლივი სისხლდენით. მიუხედავად იმისა, რომლ მძიმე მენსტრუალური სისხლდენა ხშირია პრემენოპაუზულ ქალებში, ქალების უმრავლესობა არ განიცდის იმდენად მძიმე სიხლდენას პერიოდის დროს, რომ მდგომარეობას მენორაგია დაერქვას.

მენორაგიის დროს, თითოეული მენსტრუალური პერიოდი იწვევს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვასა და კრუნჩხვებს, რაც ქალს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობაში უშლის ხელს. თუ თქვენ აღგენიშნებათ იმდენად მძიმე მენსტრუალური სისხლდენა, რომ გეშინიათ მენსტრუალური პერიოდის მოსვლის, მიმართეთ ექიმს. მენორაგიის სამკურნალოდ ბევრი ეფექტური საშუალება არსებობს.

გამომწვევი მიზეზი

ზოგიერთ შემთხვევაში, მძიმე მენსტრუალური სისხლდენის მიზეზი უცნობია, თუმცა ბევრი მდგომარეობა იწვევს მენორაგიას. მაგალითად:

  • ჰორმონული ცვლილებები. ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს, ჰორმონ ესტროგენსა და ჰორმონ პროგესტერონს შორის ბალანსი არეგულირებს საშვილოსნოს ამომფენი კედლის(ენდომეტრიუმი) მომწიფებას, რომელიც შემდეგ მენსტრუაციის დროს ჩამოიშლება. ჰორმონული დისბალანსის შემთხვევაში, ენდომეტრიუმი შესაძლოა ჭარბად ჩამოყალიბდეს და ჩამოშლის დროს გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა.
  • საკვერცხეების დისფუნქცია. თუ თქვენი საკვერცხეები არ ათავისუფლებენ კვერცხუჯრედს(ოვულაცია) მენსტრუალური ციკლის დროს(ანოვულაცია), თქვენი ორგანიზმი აღარ გამოყოფს ჰორმონ პროგესტერონს განსხვავებით ნორმალური მენსტრუალური ციკლისა. ეს პროცესი იწვევს ჰორმონულ დისბალანსს, რამაც შესაძლოა განაპირობოს მენორაგია.
  • საშვილოსნოს ფიბროიდები. საშვილოსნოს ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეები ჩნდება ორსულობის დროს. საშვილოსნოს ფიბროიდები, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევენ ნორმალურზე უფრო მძიმე და ხანგრძლივ მენსტრუალურ სისხლდენას.
  • პოლიპები. საშვილოსნოს გარსზე აღმოცენებული მცირე ზომის, კეთილთვისებიანი წანაზარდები იწვევენ მძიმე აან ხანგრძლივ მენსტრუალურ სისხლდენას. საშვილსოსნოს პოლიპები უმეტესწილად ნაყოფიერი ასაკის მქონე ქალებში გვხვდება. მდგომარეობას ორგანიზმში ჰორმონების მაღალი შემცველობა იწვევს.
  • ადენომიოზი. ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც ენდომეტრიუმის ჯირკვლები ჩაშენდება საშვილოსნოს კუნთში. ეს პროცესი იწვევს ძლიერ და მტკივნეულ მენსტრუალურ სისხლდენას. ადენომიოზი ვითარდება საშუალო ასაკის დედებში.
  • საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა. მენორაგია ხშირი გვერდითი მოვლენაა არაჰორმონული, მშობიარობის საკონტროლო საშვილოსნოს შიდა მოწყობილობისა. თუ მოწყობილობა იწვევს ჭარბ მენსტრუალურ სისხლდენას, საჭიროა მისი მოხსნა.
  • ორსულობის გართულებები. ერთი, ძლიერი და გვიანი მენსტრუალური პერიოდი შესაძლოა განვითარდეს მუცლის მოშლის დროს. თუ სისხლდენა მენსტრუალური ციკლის ჩვეულ დროს ვითარდება, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მუცლის მოშლით იყოს გამოწვეული. საშვილოსნოსგარე ორსულობა – განყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვა ფალოპის მილებში, საშვილოსნოს ნაცვლად – ასევე იწვევს მენორაგიას.
  • კიბო. იშვიათ შემთხვევებში, საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე, საკვერცხისა და საშვილოსნოს ყელის კიბოები იწვევენ ჭარბ მენსტრუალურ სისხლდენას.
  • მემკვიდრული სისხლდენის გამომწვევი დაავადებები. სისხლის შედედების ზოგიერთი დაავადება, მაგალითად ვონ ვილებრანდის დაავადება, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის შედედებაში მონაწილე ერთ ერთი ფაქტორი არის დარღვეული ან არის მისი ნაკლებობა. ასეთი ავადმყოფობები ასევე იწვევენ არანორმალურ მენსტრუალურ სისხლდენას.
  • მედიკამნენტები. ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ანტი ანთებითი საშუალებები და შედედების საწინააღმდეგო წამლები, ასევე იწვევენ ძლიერ და ხანგრძლივ მენსტრუალურ სისხლდენას.
  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ბევრი დაავადება, მათ შორის მენჯის ანთებითი დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ენდომეტრიოზი, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები ასევე უკავშირდებიან მენორაგიას.

სიმპტომები

მენორაგიის სიმპტომები:

  • ერთი ან მეტი სანიტარული საფენის ან ტამპონის გაჟღენთვა ყოველ საათში.
  • მენსტრუალური დინების გასაკონტროლებლად გამოყენებული 1-ზე მეტი სანიტარული საფენი
  • ღამის განმავლობაში საფენის გამოსაცვლელად გაღვიძება
  • სისხლდენა, რომელიც გრძელდება 1 კვირაზე ხანგრძლივად
  • მენსტრუალურ სითხეში სისხლის კოლტების არსებობა ერთ დღეზე ხანგრძლივად
  • ყოველდღიური საქმიანობის შეზღუდვა მძიმე მენსტრუალური სისხლდენის გამო
  • ანემიის სიმპტომები, მაგალითად: დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა


როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ:

  • ვაგინალური სისხლდენა იმდენად მძიმეა, რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში, ყოველ საათში იჟღინთება მინიმუმ 1 ტამპონი
  • აღინიშნება სისხლდენა მენსტრუალურ პერიოდებს შორის ან არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა
  • ნებისმიერი ტიპის სისხლდენა ვაგინიდან მენოპაუზის შემდგომ