მენსტრუალური კრუნჩხვები

დაავადების აღწერა

მენსტრუალური კრუნჩხვები (დისმენორეა) ხასიათდება მფეთქავი ან სპაზმური ტიპის ტკივილებით მუცლის ქვედა ნაწილში. მენსტრუალური კრუნჩხვები ბევრ ქალს აღენიშნება როგორც მენსტრუაციის დროს, ასევე მანამდეც.

ზოგიერთი ქალისთვის მდგომარეობა მსუბუქია და არ იწვევს ძლიერ დისკომფორტს. თუმცა რიგ პაციენტებში, მენსტრუალური კრუნჩხვები შესაძლოა იყოს იმდენად ძლიერი, რომ ქალს ხელს უშლიდეს ყოველდღიურ საქმიანობაში ყოველთვიურად.

ზოგიერთ შემთხვევაში, არსებობს მენსტრუალური კრუნჩხვების თვალსაჩინო მიზეზები, როგორიცაა ენდომეტრიოზი ან საშვილოსნოს ნაკეცები. გამომწვევი მიზეზის მკურნალობა ამცირებს ტკივილს. მენსტრუალური კრუნჩხვებს, რომლებიც არ არიან რაიმე დაავადებით გამოწვეული, დროთა განმავლობაში ახასიათებთ შემსუბუქება ასაკთან ერთად ან მას შემდეგ, რაც ქალი იმშობიარებს.

გამომწვევი მიზეზი

მენსტრუალური პერიოდის დროს, საშვილოსნო იკუმშება, რათა გამოდევნოს თავისი ამომფენი გარსი(ენდომეტრიუმი). ჰორმონის მსგავსი ნივთიერებები(პროსტაგლანდინები), რომლებიც იწვევენ ტკივილსა და ანთებას, განაპირობგებენ საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვებს. პროსტაგლანდინების ჭარბი რაოდენობა უკავშირდება უფრო მძიმე მენსტრუალურ კრუნჩხვას.

ძლიერმა შეკუმშვებმა შესაძლოა შეავიწროვოს საშვილოსნოს მკვებავი სისხლძარღვები. შედეგად მიღებული ტკივილი უტოლდება მკერდის ტკივილს, რომელიც ვითარდება გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების დროს.

მენსტრუალურ კრუნჩხვებს ასევე იწვევს:

  • ენდომეტრიოზი. ეს არის მტკივნეული მდგომარეობა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი კედელი ჩნდება საშვილოსნოს გარეთ, ძირითადად ფალოპის მილებში, საკვერცხეებში ან მენჯის ამომფენ გარსში.
  • საშვილოსნოს ფიბროიდები. საშვილოსნოს კედელში არსებული ეს კეთილთვისებიანი წანაზარდები ასევე იწვევენ ტკივილს.
  • ადენომიოზი. ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც ენდომეტრიუმის ჯირკვლები ჩაშენდება საშვილოსნოს კუნთში.
  • მენჯის ანთებითი დაავადება. დაავადებას განაპირობებს ქალის რეპროდუქციული ორგაობის ინფექია, რომელსაც სქესობრივად გადამდები ბაქტერია იწვევს.
  • საშვილოსნოს ყელის შევიწროება. ზოგიერთი ქალის შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის შესავალი არის იმდენად ვიწრო, რომ ხელს უშლის მენსტრუალური სისხლის დინებას, რაც იწვევს მტკივნეულ ზეწოლას საშვილოსნოზე.

სიმპტომები

მენსტრუალური კრუნჩხვების სიმპტომები:

  • მფეთქავი ან სპაზმური ტიპის ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელიც შესაძლოა იყოს ინტენსიური
  • ყრუ, მუდმივი ტკივილი
  • ტკივილი, რომელიც ვრცელდება წელის და ბარძაყის არეში


ზოგიერთ ქალს ასევე აღენიშნება:

  • გულისრევის შეგრძნება
  • თხიერი განავალი
  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ დაგეწყოთ მენსტრუაცია რამოდენიმე წლის წინ და აღგენიშნებათ კრუნჩხვები, მდგომარეობა არ არის საგანგაშო. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრუნჩხვები ყოველთვიურად ხელს გიშლით ნორმალურ ცხოვრებაში, უარესდება სიმპტოემბი ან ხართ 25 წელს ზემოთ და ახლახანს გაგივითარდათ კრუნჩხვები, მიმართეთ ექიმს.