მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილი

დაავადების აღწერა

მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილი უკავშირდება ტკივილგამაყუჩებლის ხანგრძლივ, რეგულარულ გამოყენებას, მაგალითად შაკიკის დროს. ტკივილგამაყუჩებელი კარგად მოქმედებს თავის ტკივილზე, რომელიც ზოგჯერ გაწუხებთ. თუ ამ მედიკამენტს კვირაში რამდენჯერმე იღებთ, შესაძლოა განვითარდეს მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილი.

სავარაუდოდ, ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც აყუჩებს ტკივილს, შესაძლოა გახდეს მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილის მიზეზი, თუმცა მხოლოდ თავის ტკივილის დაავადების გამო. ტკივილგამაყუჩებლები, რომელთაც სხვა მიზნით იღებთ–მაგ. ართრიტი, არ იწვევენ მეორეულ ტკივილებს იმ ადამიანებში, რომელთაც თავი არ ტკივათ.

მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილი წყდება, თუ ტკივილგამაყუჩებელს აღარ მიიღებთ. თავდაპირველად, მძიმეა ამის გაკეთება, მაგრამ ექიმი დაგეხმარებათ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.

გამომწვევი მიზეზი

მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილი ვითარდება, თუ ხშირად იყენებთ ტკივილგამაყუჩებლებს. მდგომარეობის განვითარების რისკი დამოკიდებულია მედიკამენტის ტიპზე, მაგრამ ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელს შეუძლია მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილის გამოწვევა. მაგალითებია:

  • მარტივი ტკივილგამაყუჩებლები. გავრცელებული მედიკამენტები, როგორიცაა ასპირინი და აცეტამინოფენი, შესაძლოა იწვევდნენ მეორეულ (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილს, განსაკუთრებით თუ გადააჭარბებთ რეკომენდირებულ დოზას. სხვა პრეპარატები, მაგალითად იბუპროფენი, ნაპროქსენი დაკავშირებულია მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილის უფრო დაბალ რისკთან.
  • კომბინაციური ტკივილგამაყუჩებლები. ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც შეიცავენ კოფეინს, ასპირინს ან აცეტამინოფენს კომბინაციაში, ხშირად იწვევენ მეორეულ (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილს. ეს ჯგუფი ასევე შეიცავს რეცეპტით გაცემულ პრეპარატებს.

    ბუთალბიტალის შემცველი ნივთიერებები განსაკუთრებით ხშირად იწვევენ მეორეულ (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილს, ამიტომ მათი მიღება არ არის რეკომენდირებული ხშირად. თუ იღებთ ასეთ მედიკამენტს, თვეში 4 ჯერზე მეტად არ არის რეკომენდირებული მისი მიღება.

  • შაკიკის საწინააღმდეგო მედიკამენტები. სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელია დაკავშირებული მეორეულ (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილთან, მათ შორის ტრიპტანები, ერგოთამინები. ეს მედიკამენტები ატარებენ მდგომარეობის განვითარების საშუალო რისკს. ერგოთ დიჰიდროერგოთამინი ნაკლებად იწვევს მეორეულ (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილს.
  • ოპიატები. ოპიუმისაგან მიღებული ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა კოდეინის და აცეტამინოფენის კომბინაციური პრეპარატი, ატარებენ მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილის მაღალ რისკს.



კოფეინის ყოველდღიური დოზა– დილით ყავის მიღება, კოფეინის შემცველი გაზიანი სასმელები, კომბინაციური ტკივილგამაყუჩებლები. აუცილებლად წაიკითხეთ პროდუქტების შემცველობები, რათა არ მიიღოთ კოფეინის მცირე, მაგრამ ხშირი დოზები დღის განმავლობაში.

სიმპტომები

მეორეული (მედიკამენტით გამოწვეული) თავის ტკივილის სიმპტომები და ნიშნები განსხვავდება თავდაპირველი ტკივილისაგან. სიმპტომები:

  • ჩნდება ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე, ხშირად დილაობით
  • გამოსწორდება ტკივიგამაყუჩებლით მხოლოდ ცოტა ხნით



სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • გულისრევა
  • მოუსვენრობა
  • კონცენტრირების ნაკლებობა
  • მეხსიერების პრობლემები
  • გაღიზიანება



როდის მივმართოთ ექიმს

ზოგჯერ, თავის ტკივილი ნორმალურია. მნიშვნელოვანია, თავის ძლიერი ტკივილის დროული მკურნალობა. ზოგიერთი ტიპის ტკივილი საშიშია.
მიმართეთ სასწრაფო დახმარებას, თუ ტკივილი:

  • უეცრად დაიწყო, ძალიან ძლიერია
  • თან ახლავს ცხელება, კისრის გაშეშება, გამონაყარი, დაბნეულობა, გულყრა, მხედველობის გაორება, სისუსტე, დაბუჟება ან მეტყველების გართულება
  • მოსდევს თავს ტრავმას
  • მოსვენების და მედიკამენტის მიუხედავად უარესდება
  • ახლი ტიპისაა, 50 წლის ზემოთ
  • გაღვიძებთ ღამე



გაიარეთ თქვენს ექიმთან კონსულტაცია, თუ:

  • თავის ტკივილი კვირაში ორჯერ ან მეტჯერ გაწუხებთ
  • იღებთ ტკივილგამაყუჩებელს კვირაში ორჯერ ან მეტჯერ
  • გჭირდებათ ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლების რეკომენდირებულ დოზაზე მეტი, რათა ტკივილი გაყუჩდეს
  • იცვლება თავის ტკივილის ფორმა, სიმძიმე
  • თავის ტკივილი უარესდება