მერალგია პარესთეტიკა
დაავადების აღწერა
მერალგია პარესთეტიკა არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ჩხვლეტის შეგრძნებით, მგრძნობელობის დაქვეითებითა და წვის შეგრძნებით ბარძაყის არეში. მდგომარეობის გამომწვევი მიზეზია იმ ნერვზე ზეწოლა, რომელიც განაპირობებს ბარძაყის კანზე მგრძნობელობის აღქმას.
მჭიდროდ ჩაცმა, სიმსუქნე ან წონაში მატება და ფეხმძიმობა მერალგია პარესთეტიკას ხშირი გამომწვევი მიზეზებია. თუმცა დაავადების გამოწვევა შეუძლია ასევე ადგილობრივ ტრავმულ დაზიანებას ან კონკრეტულ დაავადებას, როგორიცაა დიაბეტი.
უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია მარტივი ზომების მიღებით, მაგალითად უფრო მოშვებული ტანსაცმის ჩაცმით. მძიმე შემთხვევებსი, მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, რათა შემცირდეს დისკომფორტი. რიგ პაციენტებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
მერალგია პარესთეტიკა ვითარდება მაშინ, როდესაც ბარძაყის გვერდითა კანქვეშა ნერვზე, რომელიც ბარძაყის ზედა, გარეთა ნაწილის მგრძნობელობას განაპირობებს, ხდება ზეწოლა და კომპრესია. ეს ნერვი მხოლოდ მგრძნობელობითია და მისი დაზიანება არ იწვევს ფეხის მოძრაობის შეზღუდვას.
ადამიანების უმრავლესობაში, ეს ნერვი საზარდულის გავლით შეუფერხებლად მიემართება ბარძაყის ზედა ნაწილში. თუმცა მერალგია პარესთეტიკას დროს, ვითარდება ბარძაყის გვერდითი კანქვეშა ნერვის მოყოლა. ეს პროცესი, როგორც წესი, ვითარდება საზარდულის იოგის ქვეშ, რომელიც მუცლიდან საზარდულის გავლით ბარძაყის ზედა ნაწილში მიემართება.
ასეთი ტიპის კომპრესიის მიზეზი არის ნებისმიერი რამ, რაც საზარდულზე ზრდის წნევას, მაგალითად:
- მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი, როგორიცაა ქამარი, კორსეტი ან შარვალი
- სიმსუქნე ან წონაში მატება
- მძიმე ქამრის ტარება
- ორსულობა
- საზარდულის იოგთან მდებარე ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც განპირობებულია ტრავმული დაზიანებით ან ქირურგიული პროცედურით
- მერალგია პარესთეტიკას სხვა მიზეზები: ნერვის ტრავმული დაზიანება, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს დიაბეტით; საგზაო შემთხვევის შედეგად სამანქანო ღვედით მიღებული ტრავმული დაზიანება.
სიმპტომები
ზეწოლა ბარძაყის გვერდითა კანქვეშა ნერვზე, რომელიც უზრუნველყოფს ბარძაყის ზედა ნაწილის მგრძნობელობას, იწვევს მერალგია პარესთეტიკას სიმპტომებს:
- ჩხვლეტის შეგრძნება და მგრზნობელობის დაქვეითება ბარძაყის ზედა, გვერდითა ნაწილში
- ბარძაყის ზედა, გარე ნაწილის ზედაპირზე წვის შეგრძნება
ეს სიმპტომები, როგორც წესი, სხეულის ცალ მხარეს გვხვდება და ძლიერდება სიარულის ან დგომის დროს.
როდის მივმართოთ ექიმს
მერალგია პარესთეტიკას სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.